საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურისტული პლატფორმის Expedia და სამოგზაურო მედია ჯგუფის Beautiful Destinations მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Beautiful Destinations-ის Instagram გვერდზე ვიდეორგოლი განთავსდა.
ვიდეორგოლით გვერდის გამომწერები, რომელთა რაოდენობაც 25 მილიონს აჭარბებს, ეცნობიან თბილისს, ქართულ ღვინოსა და კერძებს, კავკასიის მთებს, ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალს, ჩანჩქერებსა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს.
ვიდეოს ანოტაციაში ვკითხულობთ:
„ჩვენ, Expedia-სთან ერთად, გაჩვენებთ ულამაზეს ქვეყანას – საქართველოს, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოუჩენელია. ჩვენი 5 დღიანი მარშრუტი მოგცემთ საშუალებას, ეწვიოთ ევროპის იმ ნაწილი, სადაც ჯერ არ ყოფილხართ და სადაც აუცილებლად მოგინდებათ დაბრუნება“.