კვირა დღე ყველაზე მეტად ფრაზის – „ხვალ სამუშაო დღეა“ გამო არ გვიყვარს, რადგან სწორედ კვირას საღამოს სრულდება გამოსაშვები დღეები და იწყება რთული სამუშაო კვირა. თუმცა, მელანქოლიური საღამოს გახალისებაც შეიძლება.
* მოემზადეთ ახალი კვირისთვის
ნუ გადადებთ თეატრში წასვლას, ახალი ფილმის ნახვას ან მეგობრებთან შეხვედრას უქმეებისთვის, გადაანაწილეთ გართობა მთელ კვირაზე და ეცადეთ ყველა დღე ისევე შეიყვაროთ, როგორც პარასკევი და შაბათი გიყვართ.
* დაგეგმეთ დასვენება
მართალია, სამუშაო კვირას არასდროს გეგმავთ, რადგან დილიდან საღამომდე ისედაც სამსახურში ხართ, მაგრამ გამოსაშვებ დღეებს სკრუპულოზური გათვლა სჭირდება. დაივენეთ და გაერთეთ თუნდაც ორ კვირაში ერთხელ სამსახურის შემდეგ, გაისეირნეთ და ნახეთ ახალი ფილმი, აქციეთ ორშაბათი „პარასკევად“ და სწორედ ამ დღისთვის დაგეგმეთ სასიამოვნო ღონისძიება.
* მიიწვიეთ მეგობრები საუზმეზე
კვირას საღამოს არ ღირს მეგობრების სადილზე დაპატიჟება, უკეთესია თუ მათ საუზმეზე მიიწვევთ და რაც უფრო მეტ ახლობელს მოუყრით თავს მით უკეთესია, რადგან ცოცხალი ურთიერთობისას საგრძნობლად მატულობს სისხლში ენდორფინის დონე. არ ღირს კვირადღის მარტო გატარება, მეგობრების წრეში კი, აუცილებლად დამატებითი პოზიტიური ენერგიით დაიტვირთებით.