LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავმდიდრდეთ: 6 რჩევა Forbes-ისგან

258
luca-lago-fwxbrSGG6xY-unsplash-scaled-e1678692556223

დაივიწყეთ სოციალური მედიის ინფლუენსერთა ხრიკები სწრაფად გასამდიდრებლად, სინამდვილეში სიმდიდრის დასაგროვებლად არანაირი საიდუმლო არ არსებობს.

გამდიდრებისკენ გზა მარტივი წესების დაცვას გულისხმობს – იმაზე ნაკლების დახარჯვას ვიდრე გამოიმუშავებთ და ინვესტიციებისთვის რაც შეიძლება მეტის დაგროვებას.

ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივად ჟღერს, არა? რეალობაში კი ადამიანები იმდენ გაუთვალისწინებელ პრობლემას ვაწყდებით, რომ გეგმის წარმატებულად შესრულება ზოგჯერ შეუძლებელი ხდება.

თუმცა, თუკი თქვენი სურვილი ნამდვილად არის გამდიდრება, ეს ამად ღირს. ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.

1. დაისახე ფინანსური მიზნები
სიტყვა „მდიდარს“ ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და ზუსტად უნდა იცოდეთ თუ რას ნიშნავს ის თქვენთვის და რისი მიღწევა გსურთ მომავალში.

2. ვალები
ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ფინანსური ვალდებულება გვაქვს და მათთან ვალების გარეშე გამკლავება უმთავრეს პრიორიტეტად უნდა აქციოთ.

3. შექმენით ბალიში
გადაუდებელი სიტუაციებისთვის ფინანსური ბალიშის ქონა სიმდიდრისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

4. დაიწყება ინვესტირება
თუკი სიმდიდრის დაგროვება გსურთ, ფულის გადადება საკმარისი ნამდვილად არ არის და მისი სწორად დაბანდებაც უნდა დაიწყოთ.

5. გაზარდე შემოსავალი
რაც უფრო მეტ ფულს იშოვი მთავარი მიზნის მიღწევას ანუ გამდიდრებას უფრო მალე შეძლებ. იფიქრე თუ როგორ შეიძლება მეტი ფულის გამომუშავება და არ გამორიცხო კარიერის ცვლილების შესაძლებლობაც.

6. მოერიდე „სქემებს“
სწრაფად გამდიდრების სხვადასხვა სქემებს არასდროს ენდოთ, როგორც წესი, მათ უკან თაღლითობა იმალება და ფულის შოვნის ნაცვლად შესაძლოა პრობლემებში გაეხვიოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები