LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გგონიათ, ქართველების მკვლელობა ჩვენ არ გვტკივა? – ზალკალიანი ოპოზიციას პასუხობს

167
zalkaliani-1529398710

“როგორ გგონიათ, ის, რაც ხდება, ქართველების მკვლელობა, ჩვენ არ გვტკივა და არ მიგავქვს საერთაშორისო თანამეგობრობამდე? “- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანმა არ გაიზიარა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილის კრიტიკა იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჩიხში არის შესული. სამადაშვილმა საქართველოს მიდგომას რუსეთისასდმი უწოდა ბავშვის სტრატეგია, რომელიც ურჩხულის დანახვისას თვალებს ხუჭავს.

მინისტრის თქმით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

“ყველა ქმედება და საუბარი, რაც საერთაშორისო ფორმატებში გვაქვს გამოყენებული, არის რუსეთის დესტრუქციული ქმედების წინააღმდეგ. 2008 წლიდან 2012 წლამდე როდესმე ყოფილა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში ასეთი კრიტიკული შეფასების საგანი რუსეთი? ან ეუთო-ს მინისტერიალებზე ერთი განცხადება მაინც მითხარით. როდესმე ყოფილა, რომ აშშ-ის საკანონდმებლო აქტში რუსეთის ქმედებები ყოფილიყო ასეთი სიმწვავით მწვავედ დაგმობილი და ოკუპაციას დარქმეოდა ოკუპაცია და საქართველო ყოფილიყო სანქციების ნაწილში მიბმული? ეს თუ არის ჩვენი მაამებლური დამოკიდებულება, საზოგადოებამ განსაჯოს…  როგორ გგონიათ, ის, რაც ხდება, ქართველების მკვლელობა, ჩვენ არ გვტკივა და არ მიგავქვს საერთაშორისო თანამეგობრობამდე? როგორ შეიძლება ამაზე თვალი დახუჭო. მე არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს, ჩემი შვილების და შვილიშვილების წინაშე უნდა ვიყო პასუხისმგებელი, რომ არაფერი დავაკელი ამ მოცემულ გარემოებაში. 2008 წელს, როცა ახალი დამთავრებული იყო ომი რუსეთთან, რატომ ვერ შეძელით სანქციების მიღება? – ეს ხომ ყველაზე ხელსაყრელი ვითარება იყო, რომ გაგეკეთებინათ საერთაშორისო თანამეგობრობის  კონსოლიდაცია”, – განაცხადა ზალკალიანმა

დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკის გააქტიურება, ე.წ გამყოფ ხაზზე შერიგებისა და ნდობის აღდგენა და რუსეთთან ურთიერთობები – ეს იყო პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენების ძირითადი  აქცენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g