LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იცვლებოდა, ბოლო წლებში, საქართველოს პოზიციები ბიზნეს რეიტინგებში: ვის ვჯობნით და ვის ვერა

168
thumb

როგორ შეიცვალა საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში – კვლევითი ორგანიზაცია PMCG მიმოიხილავს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებს ბოლო წლებში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო რეიტინგები მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნის პროგრესის შესაფასებლად სხვადასხვა სფეროებში.

მსოფლიო ბანკიბიზნესის კეთების სიმარტივე

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კეთების კვლევა მოიცავს 10 ინდიკატორს. ინდექსი ზომავს, რამდენად უწყობს მარეგულირებელი გარემო ხელს ბიზნესის დაწყებას და ფუნქციონირებას. 2020 წელს, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა, აღნიშნული პოზიცია, 2019 წელთან შედარებით, 1 ადგილით არის გაუარესებული.

2020 წელს ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია ბიზნესის დაწყების ინდიკატორში უკავია (მე-2 ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი გადახდისუუნარობის შეფასების ინდიკატორში (64-ე ადგილი). 2020 წელს, საქართველოს პოზიცია რეიტინგში მნიშვნელოვნად მაღალი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით და მათგან ერთადერთი ქვეყანა იყო ტოპ ათეულში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიგლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 12 ინდიკატორისგან შედგება. ინდექსი ზომავს ქვეყნის შესაძლებლობას, უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა. 2019 წელს საქართველო 74-ე ადგილზე იყო 140 ქვეყანას შორის, რაც 8 ადგილით გაუარესებაა, 2018 წელთან შედარებით. 2019 წელს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის ინდიკატორებს შორის, საქართველომ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა შრომის ბაზრის ინდიკატორში (37-ე ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი – ბაზრის მოცულობის ინდიკატორში (104-ე ადგილი).

2019 წელს საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა, ვიდრე უკრაინას (85-ე ადგილი) და მოლდოვას (86-ე ადგილი), მაგრამ უარესი, ვიდრე სომხეთს (69-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (58-ე ადგილი). ბელარუსის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ლეგატუმის ინსტიტუტიკეთილდღეობის ინდექსი

ლეგატუმის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კეთილდღეობის ინდექსი შედგება 12 ინდიკატორისგან, რომლებიც მოიცავს ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროების შეფასებას. კეთილდღეობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 2020 წელს 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზე იყო. ინდიკატორებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა ბიზნესკლიმატის ინდიკატორში (41-ე), ხოლო ყველაზე დაბალი – ბუნებრივი გარემოს ინდიკატორში (115-ე).

2020 წელს, საქართველო კეთილდღეობის ინდექსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოწინავე პოზიციებს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის პოზიციები ინდექსში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით გაუმჯობესდა, შესაბამისად, 8 და 13 ადგილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები