LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქცა „სმარტი“ გზის პირველ მასპინძელ ბრენდად – ახალი სენდვიჩები, იტალიური ყავა და ლოიალობის სიახლეები

1518
DSC07501

„სმარტი“ უბრალოდ მარკეტი არ არის – ეს არის ადგილი, სადაც მგზავრობა უფრო კომფორტული, შესვენება კი უფრო გემრიელი ხდება. როგორ ქმნის ბრენდი მომხმარებლისთვის გამორჩეულ გამოცდილებას, რა სიახლეებს სთავაზობს და როგორ პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინებს? ამ თემებზე „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილეს, ქეთი ნიკოლეიშვილს ვესაუბრებით.

“შემოდგომის სეზონი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის შესახებ სიახლით გავხსენით – ეს არის იტალიური ბრენდის, „ტრუჩილოს“ ყავა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით თბილისში გვესტუმრნენ ტრუჩილოს მესამე თაობის წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც რამდენიმე არაჩვეულებრივი დღე გავატარეთ. ერთად მოვიარეთ სმარტის მაღაზიები და უამრავი სიახლე დავგეგმეთ, რომლებსაც მომავალში მომხმარებელს შევთავაზებთ.

შემოდგომის სეზონი ყავის სიახლეებით იმიტომ გავხსენით, რომ ამ სეზონს ცხელი ყავა განსაკუთრებით უხდება. „ტრუჩილოს“ ყავას რაც შეეხება, ჩვენ ამ ბრენდთან უკვე 16 წელია ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ და მომხმარებელს მაღალი ხარისხის იტალიურ ყავას ვთავაზობთ.

ახლახან ვისოლის აპლიკაციაში, რომლითაც სმარტის მომხმარებლებიც სარგებლობენ, ყავის ახალი ვიჯეტი დავამატეთ, რომელსაც მომავალშიც განვავითარებთ. მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზება გავუკეთეთ: სამი ყავის შეძენის შემთხვევაში მეოთხეს უფასოდ იღებს.

ვიჯეტის საშუალებით მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი ყავა გაქვთ შეძენილი – ერთი, ორი თუ სამი, და როდის მიიღებთ ყავას საჩუქრად. შეძენის აღრიცხვაც ძალიან მარტივია და უშუალოდ ყავის აპარატთან ხდება.

მომხმარებელმა ეს სიახლე უკვე აიტაცა. სულ რაღაც ერთი თვეა, რაც მის შესახებ კომუნიკაცია დავიწყეთ და ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ვიცოდით, რომ ყავა ჩვენი მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. ის შედეგებიც, რომლებიც ამ ერთი თვის განმავლობაში მივიღეთ, ადასტურებს, რომ მომხმარებლებისთვის კომფორტული სიახლეების შეთავაზება მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ შეთავაზებით და ყავას საჩუქრად იღებს.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ მომხმარებლებს, რომ ჩვენს თვითმომსახურების აპარატებზე მაღალი ხარისხის იტალიური „ტრუჩილოს“ ყავის შეძენა მარტივად და კომფორტულად შეუძლიათ.

მეორე სიახლე ჩვენს ახალ სენდვიჩებს უკავშირდება. პირველ რიგში შეფ ავთო ცეცხლაძეზე უნდა აღვნიშნო, რომ უკვე წელიწადზე მეტია, ავთო ჩვენი ბრენდშეფია და არაერთ პროექტზე გვიმუშავია ერთად.

ახალი პროექტია ჩვენი სენდვიჩები, რომლებიც მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია. მათი პირდაპირ თაროდან აღება შეგიძლიათ – ეს არის Grab and Go პრინციპი. სენდვიჩები ცივ მაცივარშია განთავსებული, ძალიან გემრიელია და მარტივად შეგიძლიათ მიირთვათ. მათ ავთენტური გემოები აქვს. მაგალითად, გურულ სენდვიჩში გურული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სანელებლებია გამოყენებული. ყველა დეტალზე ჩვენმა შეფმა ავთომ იმუშავა.  ეს მისი კონცეფცია იყო. ქართული სამზარეულო ყველას ძალიან გვიყვარს და ყველას გვაქვს ჩვენი საყვარელი კუთხის კერძები – იქნება ეს სვანური, იმერული თუ გურული სამზარეულო. ავთომ ამ კონცეფციაზე იმუშავა და ამ ეტაპზე ხუთი სენდვიჩი შევქმენით: კახური, გურული, სვანური, რაჭული და აჭარული. თითოეულში ამ კუთხისთვის დამახასიათებელი უნიკალური პროდუქტია გამოყენებული და მათი გემოები ადგილობრივ სამზარეულოს ეფუძნება.

როდესაც ავთომ ეს კონცეფცია გაგვაცნო, მაშინვე ავიტაცეთ იდეა და გადავწყვიტეთ, სენდვიჩები ჩვენს ქსელში დაგვენერგა. მთავარი სწორედ ქართული სამზარეულოს თანამედროვე ფორმით შეთავაზება იყო.

ბაზარზე კახური სენდვიჩი არ არსებობს. კახური სამზარეულო შესანიშნავია და ყველას კარგად გვიყვარს, მაგრამ ასეთი სენდვიჩი ბაზარზე არ გვხვდება. არც სვანური სენდვიჩი არსებობს. ამიტომ ეს იდეა ერთდროულად ინოვაციურიც არის და თანამედროვეც – ქართული სამზარეულო, ოღონდ თანამედროვე ფორმით, რაც სმარტისთვის დამახასიათებელია. ყველას ვურჩევ, ჩვენი ახალი გემოები სმარტში გასინჯოს.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე, რადგან ჩვენთვის, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე ბრენდისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვითვალისწინებთ მომხმარებლის უკუკავშირს და გვინდა, მუდამ ინოვაციურები ვიყოთ, ბაზარს კი სწორი პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ.

სმარტი გზის მასპინძელი ბრენდია. ალბათ არავისთვის არის უცხო, რომ დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე სმარტში უნდა შევიაროთ და შევჩერდეთ. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ყავით შეივსოთ და წაიხემსოთ. გზაზე ყავის დალევა, დამეთანხმებით, ძალიან კომფორტულია, თან იცით, რომ მაღალი ხარისხის იტალიური ყავა დაგხვდებათ.

სენდვიჩებიც ვახსენე, რომლებიც Grab and Go პრინციპით არის ხელმისაწვდომი: პირდაპირ მაცივრიდან იღებთ, სალაროსთან იხდით და გზა შეგიძლიათ განაგრძოთ. ჰოთ-დოგიც მომხმარებლების საყვარელი პროდუქტია. მასაც მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით ვამზადებთ, ხოლო პური სპეციალური რეცეპტით ცხვება.

მოკლედ, სმარტი შესვენების, წახემსებისა და ენერგიის აღდგენის ადგილია. ვფიქრობ, ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მომხმარებლებისთვის ეს გზაზე შეჩერების ერთ-ერთი მთავარი ადგილია, სადაც მათ გამორჩეული გამოცდილების მიღება შეუძლიათ.

ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ სერვისის განვითარებაზე, ახალი პროდუქტების შეთავაზებასა და დამატებითი სარგებლის დანერგვაზე, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ.

ვისოლის აპლიკაცია უკვე კარგად არის ცნობილი ვისოლისა და სმარტის მომხმარებლებისთვის. ის სმარტის ლოიალობის პროგრამის ნაწილია, რომელიც მუდმივად ვითარდება. ეს პროცესი არ სრულდება, რადგან თანამედროვე რეალობაში ბრენდისთვის ციფრული მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი ბრენდებისთვის.

ლოიალობის პროგრამაში სმარტის მომხმარებლებს მუდმივად ხვდებათ ახალი შეთავაზებები – ყოველდღიური, ყოველკვირეული და მუდმივი.

მაგალითად, ჩვენს ყველა სენდვიჩზე 30%-იანი ფასდაკლება გვაქვს, თუ შეძენისას ვისოლის აპლიკაციას გამოიყენებთ. ხუთშაბათობით კი აპლიკაციის მომხმარებლებისთვის ჰოთ-დოგზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ასევე გვაქვს ყოველდღიური ფასდაკლებები კონკრეტულ პროდუქტებზე. მათი ნახვა მარტივად შეიძლება როგორც უშუალოდ მაღაზიებში, ისე ჩვენს სოციალურ ქსელებში.

როგორც უკვე აღვნიშნე, აპლიკაციაში ყავის ვიჯეტიც დავამატეთ. სამი ყავის შეძენისა და აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში მეოთხეს საჩუქრად მიიღებთ.

ამ მიმართულებით კიდევ ბევრ სიახლესა და შეთავაზებას ვგეგმავთ, ამიტომ თვალი უნდა ადევნოთ ჩვენი ციფრული ეკოსისტემის განვითარებას.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები