LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქმნება ნათია ფარცვანიას ხელნაკეთი სამკაულები

300

დიზაინერი ნათია ფარცვანია მომხმარებელს ხელნაკეთ სამკაულებსა და ნაქსოვ ქუდებს სთავაზობს. როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, მასალად ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს, მაღალი ხარისხის თასმებს, ხესა და მეტალს იყენებს.

ამ ეტაპზე დიზაინერი ახალ კოლექციაზე მუშაობს. მსურველებს ნათია ფარცვანიას მიერ შექმნილი სამკაულების შეძენა 20–50 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. რაც შეეხება ქუდებს, მათი ფასი 40 ლარია.

„ჩემთვის ყველაზე მთავარია ექსკლუზიური ნამუშევრები. არასოდეს ვქმნი ერთი და იგივე დიზაინის სამკაულს. ყველას ვურჩევ, რომ საკუთარი განსხვავებული და განსაკუთრებული სტილი ჰქონდეს. მაქსიმალურად ვცდილობ, შემკვეთის ყველა სურვილი გავითვალისწინო და მათ ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზო“, – განაცხადა დიზაინერმა.

ნათია ფარცვანია შეკვეთებს FACEBOOK-ის საშუალებით იღებს. შეკვეთიდან 2 დღეში კი კლიენტი სასურველ ნივთს მიიღებს. (https://www.facebook.com/N10-accessories-784993128224517/timeline )

გარდა ამისა, მომხმარებელს მის მიერ შექმნილი სამკაულების შეძენა მაღაზია CO-MODE+–შიც შეუძლია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები