ლიკა კუჭუხიძე, რომელიც გასული წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსებს, რომლითაც ამავე ავარიის შედეგად გარდაცვლილ მეუღლეს, ბაჩო ლასარეიშვილს მიმართავს.
ახლახან, ლიკა კუჭუხიძემ, კიდევ ერთი ემოციური მიმართავ და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოების „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა.
„„ღამეა… ყველას სძინავს, მაგრამ მე ისევ შენთან ვლაპარაკობ ჩუმად.
სიბნელეში შენი სახე უფრო ნათლად ჩანს, სიჩუმეში შენი ხმა უფრო ძლიერ მესმის.
ვარსკვლავებს ვეჩურჩულები შენს სახელს, თითქოს იქიდან მიპასუხებ.
შენი ღიმილი ისევ ჩემი სინათლეა, შენთან მოგონებები კი ჩემი სუნთქვის ნაწილია.
როგორ მენატრები ბაჩი… ღამე ყველაზე მეტად მაგრძნობინებს, რომ ჩემი გული შენთან დარჩა და მე აქ მხოლოდ სხეულით დავრჩი“, – წერს ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.
ღამეა… ყველას სძინავს, მაგრამ მე ისევ შენთან ვლაპარაკობ ჩუმად. სიბნელეში შენი სახე უფრო ნათლად ჩანს, სიჩუმეში შენი ხმა…
Posted by Lika Kuchuxidze on ორშაბათი, 02 მარტი, 2026
ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
