LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიმდინარეობდა Maroon 5-ის ყველაზე პოზიტიური კლიპის გადაღებები

88

კლიპის „Sugar“ სცენარი თავად კოლექტივის წევრებს ეკუთვნით: მუსიკოსები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სტუმრობენ რეალურ ქორწილებს, თანაც ცერემონიის ყველაზე ემოციურ ნაწილში. ამ ყველაფრის მიზანი და ჩანაფიქრი კი იმაში მდგომარეობდა, რომ დაბნეულობის, მოულოდნელი ბედნიერებისა და აღფრთოვანების ყველაზე რეალური ემოციები დაეჭირათ.

ადამ ლევინი, ჯგუფის ლიდერი ირწმუნება, რომ არანაირი წინასწარი დადგმა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, კეთდებოდა გარკვეული წინასწარი ტექნიკური სამუშაოები, თუმცა არც ახლადდაქორწინებულები და არც დამსწრე სტუმრები მათი მისვლის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

იმისათვის, რომ რეალურობისთვის ხაზი გაესვა, კლიპის დასაწყისში ლევინი life-news-ის სტილში ამბობს: „დღეს 2014 წლის 6 დეკემბერია. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიაროთ ლოს-ანჯელესში და რაც შეიძლება მეტ ქორწილს „თავს დავესხათ“.

კლიპის უჩვეულო კონცეფციამ და ცოცხალმა ემოციებმა ვიდეოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაზარდა. ის YouTube-ის არხზე 14 იანვარს აიტვირთა და რამდენიმე დღეში ის 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ვიდეო იშვიათად პოზიტიური გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები