“როგორ მინდა, რომ მალე გამოვიდეს ხალხი ქუჩაში”, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯრომარემ თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მას სიტყვა რევოლუციის არ ეშინია, რადგან მას ამის კონტიტუციით მონიჭებული უფლება აქვს.
“რევოლუციას ნუ დავარქმევთ, დავარქვათ ამას კონსტიტუციით მონიჭებული აჯანყების უფლება. არ დავაგნრიოთ სახელმწიფო ინსტიტუციები მივუჩინოთ აღვირახსნილ ხელისუფლებას ადგილი, რომ მშიერი კაცი არ გვყავდეს საქართველოში. სიტყვა რევოლუციის არ მეშინია, ეს ჩემი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.