LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივცეთ ხმა ირუ ხეჩანოვს 11 მაისს „ევროვიზიაზე“ – დეტალური ინსტრუქცია

318
ირუ ხეჩანოვი

ირუ ხეჩანოვი 11 მაისს „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება.

მას ძალიან სჭირდება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების დახმარება, ასე რომ, გიზიარებთ ხმის მიცემის დეტალურ ინსტრუქციას:

? ხმა მიეცი საქართველოს

? ირუ ევროვიზიაზე 11 მაისს, მე-11 ნომრად იმღერებს

? ევროვიზიის კონცერტი ევროპის დროით, 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო ხმის მიცემა 22:20 საათზე

? საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია

? ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ბანერზე მითითებული იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 11 მაისს გამოვლენ სცენაზე

? 16 კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, ხმის მიცემას შეძლებთ ზარის ან მესიჯის საშუალებით, ამიტომ უნდა უყუროთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით

? ტელეეკრანებზე გამოჩნდება ნომერი, რომლის ბოლოსაც უნდა აკრიფოთ – 11, რაც ნიშნავს, რომ ზარს ახორციელებთ, ან სმს-ს გზავნით საქართველოს წარმომადგენლის მხარდასაჭერად

? იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მონაწილეობენ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე www.eurovision.tv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები