LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ღირსეულად წარვადგინოთ“ – „ევროვიზიის“ ქართველი კონკურსანტები მეორე რეპეტიციისთვის ემზადებიან

1150
Untitled design

26 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, საბავშვო ევროვიზია 2023-ის სცენაზე ქართველი კონკურსანტები წარდგებიან.

დღეს ახალგაზრდა მომღერლები ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი მეორე რეპეტიციას გაივლიან. მომღერლები აღნიშნავენ, რომ საკონკურსო ნომრისთვის მაქსიმალურად ემზადებიან და საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარა – როგორია ქართველი კონკურსანტების ემოციები

„დღეს მეორე რეპეტიცია გვაქვს, მაქსიმალურად მზად ვართ და ვემზადებით სცენაზე გასასვლელად. 26 ნოემბერი გვიახლოვდება და მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონკურსზე ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინოთ“, – ამბობს ანასტასია ვასაძე.

„ფინალს მივუახლოვდით, ძალიან დიდი შემართებით ვართ, თქვენი იმედი გვაქვს, რადგან ხმა უნდა მოგვცეთ და მხარი დაგვიჭიროთ“, – აღნიშნავს ოთო ბაზერაშვილი.

„ხმის მიცემა 24 ნოემბერს იწყება, იაქტიურეთ, არ დაიზაროთ, ჩაუჯექით, თქვენს მეგობრებს და ახლობლებს უთხარით, გაამხნევეთ, ეჩხუბეთ, გაუბრაზდით, რათა ხმა მოგვცენ“, – ამბობს ნიკოლოზ ხარატი.

 

❤️ ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მეორე რეპეტიციისთვის ემზადებიან

❤️ ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მეორე რეპეტიციისთვის ემზადებიან

?? https://vote.junioreurovision.tv/ 24 ნოემბრის 23:00-დან ხმა მიეცი საქართველოს

Posted by პირველი არხი on ხუთშაბათი, 23 ნოემბერი, 2023

 

ვიდეო: საქართველოს დელეგაცია საბავშვო ევროვიზია 2023-ის გახსნის ცერემონიაზე – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

ვიდეო: საბავშვო ევროვიზიის ქართველ კონკურსანტებს ნიცის აეროპორტში ანსამბლი „მანდილები“ ცეკვით დახვდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები