საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, რამდენიმე საათში ევროპის მთავარი საბავშვო მუსიკალური მოვლენა – საბავშვო ევროვიზია 2023 აიღებს სტარტს.
ღონისძიების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათი რჩება. ნიცაში უკვე გაემგზავრნენ ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები – ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილიც.
საქართველოს გზავნილი ევროვიზიაზე – სოციალურ ქსელში სიმღერის კლიპი გამოქვეყნდა
ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს ნიცის აეროპორტში სიურპრიზი მოუწყვეს – მათ ანსამბლი „მანდილები“ ცეკვით დახვდა.
დახვედრის ამსახველ კადრებს „ევროვიზია საქართველო“ ავრცელებს.
„დიდი წარმატებები საყვარელ და ნიჭიერ ბავშვებს! გაიხარეთ, გაძლიერდით!“, „ულევი წარმატებები საქართველოს მარგალიტებო“, „რა კარგია, რომ ასეთი დახვედრის შესაძლებლობა მისცეს“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.