LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს ჩვენი ბავშვობა ჩვენი შვილების აღზრდის სტილზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

693
_37A5970

როგორ მოქმედებს ჩვენი ბავშვობა ჩვენი შვილების აღზრდის სტილზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თიკა ფანცულაიამ ისაუბრა.

მოქმედებს თუ არა ჩვენი ბავშვობა ჩვენი შვილების ცხოვრებაზე?

ჩვენ შვილებთან ურთიერთობისას არა ერთხელ დაგვიფიქსირებია საკუთარი თავი ჩვენი მშობლების მსგავს როლში, გაგვიფიქრებია დედაჩემივით/მამაჩემივით ვიქცევი პოზიტიურ თუ ნეგატიურ კონტექსტში. ეს ისეთ შემთხვევაში, როცა კავშირს ნათლად ვხედავთ, თან ჩვენ ცნობიერებას კარგად ახსოვს კონკრეტული მოვლენა და მიზეზშედეგობრივობა რა დროს რატომ და როგორ გვექცეოდნენ.

უფრო ხშირად კი არაცნობიერი ქცევის პატერნები მუშაობენ, რომელსაც ასევე ჩვენი ბავშვობის ერთი შეხედვით ჩვენზე ზრუნვით, კეთილი განზრახვის აღზრდის სტილი უდევს საფუძვლად.

გადაჭარბებული ბრაზის გამოხატვა თქვენს შვილებთან შეიძლება ასახავდეს, თუ როგორ რეაგირებდნენ თქვენი მშობლები კონკრეტულ სიტუაციებში, როდესაც ბავშვი იყავით. შეიძლება ასევე გამოავლინო ის შიში, რომელიც განიცადეთ, როდესაც მშობლებმა გადაჭარბებული სასჯელი გამოიყენეს თქვენს მიმართ.

ყველაზე ხშირი განცდა, რომელთანაც შეხვედრა უწევთ მშობლებს შვილების აღზრდის დროს, უმწეობის  და დანაშაულის განცდაა. ამ მონაცემებს არა ერთი კვლევა  ამყარებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლის მხარდაჭერა?

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მშობლის მხარდაჭერა მაშინ, როცა ისინი ბავშვის პრობლემით შეწუხებულები მიმართავენ სპეციალიტებს. რეკომენდაციის მიწოდება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ზრდასრულმა მშობელმა თავად მიიღოს მხარდაჭერა, გადალახოს თავისი ადრეული ბავშობის გამოცდილებები, და ამით დაუდოს საფუძველი თავის, როგორც მშობლის აღზრდის სტილს და არაცნობიერად არ გააგრძელოს გამოცდილებაში არსებული თავისი მშობლების ურთიერთობის სტილი.

ამ გადაუჭრელი საკითხების გაგება დაგეხმარებათ უკეთ გაუმკლავდეთ თქვენს შვილებთან ურთიერთობისას რთულ სიტუაციებს, როდესაც  თვლით, რომ ისინი არასწორად იქცევიან.

თქვენს ადრეულ ბავშვობაში მიღებულ ტრავმულ გამოცდილებას, კერძოდ, ძალადობას (ემოციური, ფიზიკური) ან უგულებელყოფას (იგნორი), აქვს ზეგავლენა  შეაფერხოს მშობლის უნარი, აღზარდონ შვილები.

სწორედ ამიტომ არ არის უცხო ჩვენთვის:

  • მაშინ, როცა ჩემი შვილი რთულ ემოციებს ავლენს: მიჭირს ემოციების კონტროლი; ვბრაზდები; გული მიჩუყდება; დანაშაულის ან უძლურების განცდა მაქვს;  განცდა მაქვს, რომ მჭირდება ვინმე სხვა დაელაპარაკოს ჩემ შვილს ჩემს მაგივრად. გაღიზიანებას ვგრძნობ ემოციებს ვერ ვუმკლავდები და ბავშვზე ჯავრის ამოყრის მცდელობები მაქვს.
  • სულ გაღიზიანებული ვარ შვილის მიმართ
  •  ან ყოველ მეორე სიტყვაში ვეუბნები მაპატიე,(იმის მიუხედავად მართალი ვარ თუ არა)
  • დრო თითქმის არ მაქვს და როცა მაქვს დასვენება მჭირდება, სულ ვაჩუმებ
  • ვერ ვუზივარ სასაუბროდ

როდესაც ვიწყებთ საუბარს ბავშვის სირთულეებზე, ბავშვს ჭირდება დახმარება, ემოციებს ვერ უმკლავდება, რთული ურთიერთობები აქვს თანატოლებთან და ასე შემდეგ. ჩვენ შედეგზე ვერ ვისაუბრებთ თუ არ ჩავრთავთ პროცესში მშობელს. პროცესში ჩართვა არ გულისხმობს მისთვის მხოლოდ რეკომენდაციების მიცემას, არამედ მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა მათი გაგება, რადგან მათი შვილი სწორედ იმ  დიდი ოჯახური სისტემის ნაწილია, საიდანაც თავად მოდიან.

და მაინც რა არის ასეთ დროს გამოსავალი?

აწმყოში ზრდასრულ მშობლებს აქვთ არჩევანი შეცვალონ საკუთარი არაცნობიერი ავტომატიზირებული ქცევის/ აღზრდის სტილი.

 მაგალითად დაუსვათ შეკითხვა საკუთარ თავს:

1. რა დადებითი ან უარყოფითი ბავშვობის გამოცდილება გახსენდებათ?

2. ბავშვობის რომელი გამოცდილების გაზიარებას ისურვებდი და ხელახალ განცდას საკუთარი შვილებისთვის?

3.როცა გადაჭარბებულად ღიზიანდებით თქვენს შვილზე, დაფიქრდით, რაიმე გამოცდილებას ხომ არ გაგონებთ ის?

4.თქვენს რა ემოციასთან შეხვედრა გიწევთ, რასაც ვერ უმკლავდებით?

და თუ თავად ვერ შეძლებენ გადალახონ, მიმართონ სპეციალისტს ნაცვლად იმისა, რომ დარჩნენ დანაშაულის და უმწეობის განცდის წრეზე.

mazda magti 5g