მიშლენის რესტორნის Chapter One-ის კლასიკური რეცეპტით ყავის მომზადება არც ისე რთულია, ასე რომ მოამზადეთ არომატული სასმელი და ისიამოვნეთ როგორც ნამდვილმა დუბლინელმა.
ინგრედიენტები – მუსკატის თხილი, 1,5 სუფრის კოვზი ყავისფერი (შესაძლებელია ლერწმის) შაქარი, 4 სუფრის კოვზი ნაღები, 1 ჭიქა ცხელი ყავა და 50 მლ. ვისკი.
მომზადების წესი – გააცხელეთ პატარა ქვაბი ნელ ცეცხლზე, ჩახეხეთ მუსკატის თხილი, დაუმატეთ შაქარი და თანაბრად გაანაწილეთ ქვაბის ძირზე. გამდნარ და კარამელიზირებულ შაქარს დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ყავა და აურიეთ. წამოდუღების შემდეგ დაუმატეთ ვისკი დარჩენილი ყავა და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. გაანაწილეთ ყავა ჭიქებში და კოვზით ნელ-ნელა დაასხით ცალკე ათქვეფილი ნაღები.