ზაფხული დასრულდა, ეს კი ერთ რამეს ნიშნავს: ყველა ოჯახში ახალი სასწავლო წლისთვის სასიამოვნო ფუსფუსი და მზადება იწყება!
ზოგიერთი პატარა წელს პირველად შეაბიჯებს სკოლაში; ყოფილი აბიტურიენტები, ახლა კი უკვე სტუდენტები – სასურველი უნივერსიტეტების აუდიტორიებში პირველად მოძებნიან თავიანთ მომავალ ჯგუფელებს.
ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მოემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის: შეიძინოთ ტაბები და ნოუთბუქები, პირველი მობილური ტელეფონები და ჭკვიანი საათები უკვე თინეიჯერი შვილებისთვის; სტუდენტებს კი, ვინც ახლა ჩააბარა ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძო სწავლა, საჩუქრები შეურჩიოთ: ეს შეიძლება იყოს საოცნებო ყურსასმენი, ბლუთუზ-დინამიკები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი და სხვა.
რა ტექნიკას ვურჩევთ ჩვენს შვილებს? ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ტექნიკის მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობენ:
6-10 წლის მოსწავლეები
სწორედ ამ ასაკში იწყებენ პატარები მშობლებისგან დამოუკიდებლად ყოფნას. შესაბამისად, მშობლებისთვის საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორაა მისი შვილი მაშინ, როცა პატარა მათთან ერთად არაა. პირველი სმარტფონი პორტატული დამტენით სწორედ ამ ასაკში შეგვიძლია, შევუძინოთ.
10-15 წლის მოსწავლეები
თინეიჯერებს უკვე ვეღარ გავუკონტროლებთ მათ მიერ კომპიუტერთან გატარებულ საათებს, თუმცა შეგვიძლია ვაკონტროლოთ, თუ რისთვის იყენებენ ისინი ტექნიკას. შესაბამისად, ნოუთბუქები, პლანშეტები – ყველაფერი, რაც მათ ინტერესებს და ჰობის გამოხატავს, შეგვიძლია რეალობად ვუქციოთ და ეს ნივთები მათი გატაცების წასახალისებლად შევუძინოთ. კარგად შესრულებული დავალებებისთვის კი სათამაშო კონსოლებით დავაჯილდოვოთ.
15-18 წლის თინეიჯერები
ისინი უკვე გადადიან ეროვნული გამოცდებისთვის მზადების დატვირთულ და მძიმე ეტაპზე. შესაბამისად, კარგი კომპიუტერი სამეცადინოდ და მომავალი პროექტების შესაქმნელად, პლანშეტი სახატავად, ლეპტოპი ან ყურსასმენი – ყველაფერი, რაც კი მათ ჯგუფური სამუშაოებისთვის, პრეზენტაციებისთვის და შთაგონებისთვის გამოადგებათ – უკვე ჯილდო კი არა, აუცილებელი სამუშაო ატრიბუტიკაა.
„გრანდ ელექტრონიქსში“ უკვე ემზადებიან წინასასკოლო აურზაურისთვის. მეტიც, 4 სექტემბრიდან, ყოველი პარასკევი აქ დიდი ფასდაკლებების დღეა! ესტუმრეთ „გრანდ ელექტრონიქსის“ ფილიალებს, ან ვებგვერდს და მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის სახლიდან გაუსვლელად!
R