როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში

121
car

პირველი რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება არის – ზამთრის საბურავები. სპეციალური ნაერთის დამსახურებით ზამთრის საბურავები გარემო პირობების მიუხედავად, მანქანის მართვის შესაძლებლობებს აუმჯობესებს.

მეორე – ბატარეა. ცივი ამინდი ავტომობილის ბატარეას დამატებით ტვირთავს, ამიტომ აუცილებლად გადაამოწმეთ და დარწმუნდით მის ვარგისიანობაში.

ანტიფრიზი – გადაამოწმეთ ანტიფრიზი, რეგულარულად ამოწმეთ გაჟონვა და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში სასწრაფოდ მის მოგვარებაზე იზრუნეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ანტიფრიზი არამხოლოდ ძრავის გაყინვას უშლის ხელს, არამედ ტემპერატურის დარეგულირებასაც.

რეცხვა – ზამთარში ავტომობილი ალბათ კიდევ უფრო ხშირად უნდა რეცხოთ. რატომ? გზაზე დაყრილი მარილი მანქანის სავალ ნაწილებზე ხვდება და ჟანგისა და კოროზიის მიზეზი ხდება.

გამათბობელი – ზამთარში გამათბობელი აუცილებლად გამართულად უნდა მუშაობდეს, რათა გაყინული ავტომობილით არ მოგიწიოთ მგზავრობა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა მას უბრალოდ გაწმენდა სჭირდებოდეს და მეტი არაფერი.

განათება – ზამთრის პერიოდში, როცა მზე ადრე ჩადის და უფრო ადრე ბნელდება, აუცილებელია რომ განათება იდეალურად მუშაობდეს. ხშირად გადაამოწმეთ მანქანის ნათურები, წინა თუ უკანა ფარები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები