LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ პასუხობენ საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიები კოვიდ პანდემიას

347
FORTUNA.GE (61)

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „დენგრუპი“ მომხმარებელს ტვირთების ჩამოტანას მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, მომსახურების მაღალი სტანდარტით, სთავაზობს.

როგორც „დენგრუპში“ აცხადებენ, პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მომხმარებელს განახლებული ტარიფებით მომსახურებას სთავაზობენ.

„პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვცდილობთ, მომხმარებლებს განახლებული ტარიფები მივაწოდოთ. მოგეხსენებათ, შექმნილი სიტუაციის გამო, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც კომპანიების დიდ ნაწილს გარკვეული სახის პრობლმები ექმნება პროდუქციის იმპორტირების და რეალიზების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ შევქმენით მომსახურების ახალი განფასება, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს მივაწოდოთ მეტად ლოიალური ფასი და გადახდის ვადებთან დაკავშირებული შეღავათები. შექმნილ, შეიძლება ითქვას, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ვცდილობთ პარტნიორ კომპანიებს მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით ვეთანამშრომლოთ.

შეგახსენებთ, კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან საქმიანობს, საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას წარმოადგენს და მსოფლიოს მასშტაბით, პარტნიორთა და აგენტთა ფართო ქსელს ფლობს.

დენგრუპი” მომხმარებელს სთავაზობს, როგორც შიდა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი), ასევე ევროპის ნებისმიერ წერტილში და ცენტრალურ აზიაში. აგრეთვე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს: ტვირთის მიწოდებას კარიდან კარამდე, ტვირთების კონსოლიდირებას სხვადასხვა დატვირთვის ადგილიდან, ტვირთების ტრანსპორტირებას სატვირთო ავტომობილების სრული და ნაწილობრივი დატვირთვით (FTL, FCL), მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას, სახიფათო და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვას ტემპერატურული რეჟიმის მქონე ავტომობილებით, შიდა გადაზიდვებს დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით, ტვირთის ადგილმდებარეობის მარტივი მონიტორინგის შესაძლებლობას“, – აცხადებენ „დენგრუპში“.

სახმელეთო ტრანსპორტირება;
არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება;
საშიში ტვირთების ტრანსპორტირება;
ტვირთების ექსპორტი;
შიდა ტრანსპორტირება.

მათივე ინფორმაციით, „დენგრუპის“ გადაზიდვები ხორციელდება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით. რაც შეეხება იმას, თუ რითი განსხვავდება „დენგრუპი“ ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი ინარჩუნებენ მომსახურების მაღალ სტანდარტს და უზრუნველყოფენ მომხმარებლის ტვირთის უსაფრთხოებასა და კონტროლს.

„თქვენი ტვირთის სპეციფიკის შესაბამისად, გთავაზობთ ყველა სახის შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებას. პარტნიორთა და აგენტთა ფართო ქსელი საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება კონკურენტულ ფასად; ოპერატიულად გაწვდით ტვირთის სტატუსს და ადგილმდებარეობს; ამასთან, ჩვენთან გემსახურებათ პირადი ლოგისტიკის მენეჯერი – ცხადია, ეს ყველაფერი განაპირობებს ჩვენს უპარატესობას ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან“, – განმარტავენ „დენგრუპში“ და ამბობენ, რომ მათი მიზანია, მაქსიმალურად ლოიალური თანამშრომლობის ფორმატის ქონა საკუთარ მომხმარებელთან. შესაბამისად, ტარიფები საკმაოდ კონკურენტუნარიანია და მოქნილია, რაც რიგ შემთხვევებში კონსიგნაციის პირობით თანამშრომლობასაც გულისხმობს.

„რაც შეეხება „დენგრუპის“ სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გამოწვევა, პანდემიის გამო შექმნილი რთული პერიოდის გადალახვა და ტვირთბრუნვის გაზრდაა, როგორც იმპორტის, ასევე განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის გაზრდაში, ჩვენი წვლილის შეტანას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მიზნად გვაქვს უცხოელი აგენტების და პარტიორი კომპანიების ქსელის გაფართოება, რაც პორტფელის მეტად დივერსიფიცირების საშუალებას მოგვცემს და შესაბამისად ჩვენი მომსახურების ფასებზეც აისახება“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები