LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ საუბრობენ სალომე ზურაბიშვილის შვილები ქართულად (ვიდეო)

1232

ოლგა ბაბლუანის გადაცემამ ჩაწერა ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილის შვილებთან, ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანებთან. ისინი დედის შესახებ საუბრობენ.

„ დედაჩემს სხვანაირად ვუყურებ, მაგრამ ერთი რამეა, რაც ხალხმა არ იცის, რადგან მას უყურებს, როგორც პოლიკოსს. სულ სხვებზე ფიქრობს, ოჯახზე, მეგობრებზე, საქართველოზე. სულ იმას ამბობდა, ორი ქვეყანა მყავს, როგორც ორი შვილი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მეორე არ გიყვარს, მაგრამ იმას უფრო სჭირდები ამ დროში და სიტუაციაში, ვიდრე მეორეს, რომელიც უკვე კარგად არის. მიუშვა დიპლომატიური კარიერა, რომ საქართველოში ჩასულიყო და დახმარებოდა.

ქართული ასე კარგად არ ვიცი, მაგრამ ხალხს ესმის ჩემი ქართული და მეც მესმის ხალხის ლაპარაკი. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა გვესწავლა ქართული. თავიდან სახლში მარტო ქართულად ვლაპარაკობდით, დედაჩემი ზღაპრებს ქართულად გვიყვებოდა…“, აღნიშნა ქეთევანმა გადაცემასთან ინტერვიუში.

თეიმურაზ გურჯისტანი:

„დედა იყო რბილი, რაც უნდა კარიერა და საქმე ყოფილიყო, ჩვენთან ძალიან ახლოს იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე ერთად ვსაუბრობდით, პოლიტიკაზე, ისტორიაზე, ქორწილზე. ორ-სამ წლამდე არც ფრანგული, არც ინგლისური ვიცოდი, რადგან ყველა ქართულად გველაპარაკებოდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g