LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ მომკლავ” – სოციალური ქსელით დაგეგმილი აქცია და გამოხმაურებები ტრაგედიაზე

96

სოციალურ ქსელში, ხორაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ პოსტები და კომენტარები არ წყდება.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ორი ახალგაზრდის გარდაცვალების გამო, დღეს გლოვის დღეა. დაიგეგმა ორი აქცია 51-ე სკოლასთან: დღეს და ხვალ საღამოს, სახელწოდებით “ნუ მომკლავ”.

ტრაგედიას, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმიანებიან. უმეტეს მათგანს 90-იანი წლები და “ქუჩური გარჩევები ახსენდება”.

ოლგა ბაბლუანი წერს, რომ ვალდებულები ვართ სიკვდილზე გავიმარჯვოთ.

“დღეს, ნათლად ეროვნული გლოვის დღეა. ვერც ერთი სიტყვა და ვერანაირი მოქმედება ვერ შესძლებს ნუგეშის მოტანას, ვერავისთვის.

სიკვდილი ლეგალიზებულია საქართველოში: ცოცხლად სიკვიდილიც ყოველ ნაბიჯზეა – მორალურად,სულიერად და შემდეგ, ფიზიკურად მოდის. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს პატარა ბიჭების მკვლელობა. არადა , ყველამ “ვიცოდით” რომ სიკვდილს ჯერ კანონი ვერ მოერევია,რადგან ჯერ ჩვენ ვერ მოვრევივართ.

ძალა წაგვართვა ტრაგედიამ დღეს.

სიკვდილზე ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ…”, – წერს ოლგა ბაბლუანი სოციალურ ქსელში.

ფოტოგრაფი მარი ნაკანი მამასახლისი წერს, რომ სწორედ მისი თაობის დროს იყო სკოლაში სიარული “აპასნი”, დღეს წინ წავედით, თუმცა მაინც ასეთი ტრაგედია დატრიალდა.

ნაკანი წერს, რომ საზოგადოება აუცილებლად უნდა გამოვიდეს ამ ფაქტისა და ტენდენციის გასაპროტესტებლად.

იყო დრო , როცა ჩვენც ვიყავით ბავშვები.

სკოლაში რო დავდიოდი ეზოში ნახმარი ნემსები ეყარა , ქუჩაში ჩაკუზული ძველი ბიჭები ბირჟას ამაგრებდნენ, იგინენოდნენ და იფურთხებოდნენ.

მაგათგან გავიგე გამოთქმა ” ჩემი დედა შევეცი”

”ბოზიშვილივიყო” ” დედამოტყნული”

ჩვენი მშობლების თაობა ითმენდა, ვერ უმკლავდებოდა ამათ , ეშინოდა ან არც სჯეროდა რომ ჩვენს ქვეყანას რაიმე ეშველებოდა. საზოგადოების დიდი ნაწილი კი პატივს ცემდა ქურდულ გაგებას.

გაგება – ” ბეზპრედელი” ამ დროიდან მოდის.

სკოლაში სიარული ” აპასნი”

იყო.

არ ვამეტებ.

ჩაგვრა, ცემა, დაჭრა, გაუპატიურება, ქურდობა.

უამრავი ტრაგედია ტრიალებდა.აგრესორი გაბლატავებული ბიჭები ვერსუს

დამფრთხალი შეშინებული ბავშვები და უტრაკო მასწავლებლები, სრული განუკითხაობა. თუ კლასელი ტკივილს მოგაყენებდა და ამას მასწავლებელთან მოყვებოდი ” ნასეტკას ” დაგიძახებდნენ ან ” ბოზი” იქნებოდი სამუდამოდ.

საზიზღარი დრო იყო.

ვინც სწავლობდა იმას დაცინოდნენ, ვინც ”ბლატაობდა ”იმას ადიდებდნენ.

სწორედ ის ბავშვები ვინც ”ბლატაობდა” დღეს ან ჩაძირული ნარკომანია ან ცოცხალიც აღარ არის.

არადა ეხლანდელი საქართველო ბევრად საინტერესო და წინწასულია, ამ ბლატნოი აგრესიულ ბიჭებსაც რომ ესწავლათ და მოქცეულიყვნენ ადამიანურად,შეძლება დღეს ძალიან კარგადაც ეცხოვრათ და დამტკბარიყვნენ შვილების ყურებით…

ახლა ჩვენ ვართ მშობლები.

და ჩვენ შემოგვყურებენ ბავშვები.

თუ ვიჯდებით სახლებში და ქუჩაში გასვლით არ გავაპროტესტებთ მომხდარ ტრაგედიას, ხვალ ჩვენ შვილებს მოკლავენ და იქნება გვიანი.

პოლიციამ თავისი საქმე

გააკეთოს.

საზოგადოებას კი აქვს ვალდებულება რომ

აღშფოთდეს, გაბრაზდეს, არ მოითმინოს, ხმა ამოიღოს და დაანახოს გარშემო ყველას, დიდსაც და პატარასაც რომ არავის ეპატიება არც მკვლელობა, არც გაჩუმება და ხელის დაფარება!

გამოვიდეთ მაყურებლის როლიდან და გავიდეთ გარეთ!

ხმა ამოვიღოთ და გვერდში დავუდგეთ მოკლული ბავშვების მშობლებს.

საქართველოში ბავშვები სკოლაში წავიდნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნ.

ჩვენ დღეს ყველა ჭირისუფლები ვართ”, – წერს მარი ნაკანი.

ბლოგ პოსტს აქვეყნებს ბაია პატარაია, სახელად: ნუ ზრდით ბავშვებს “კაცებად”, ადამიანებად გაზარდეთ.

ბლოგში, ის ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას: ვისი ბრალია?

“ვისი ბრალია და ჩვენი, მთელი საზოგადოების. ჩვენ ძალიან ბევრს ვცოდავთ ბავშვებთან. გვგონია, რომ ბავშვისთვის სახლის, საჭმლის და ტანსაცმლის მიცემა საკმარისია – დანარჩენი ბავშვმა თვითონ უნდა ისწავლოს და გაარკვიოს, დატოვებულმა სკოლის, ქუჩის, ტელევიზორისა და კომპიუტერული თამაშების ამარა”, – წერს ბაია პატარაია.

მომხდარს მწერალი ლაშა ბუღაძეც ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა მთავარია,  უბნური რასიზმის “საუკეთესო” ქართულ ტრადიციებში არ გაგრძელდეს და ვენდეტები არ მოჰყეს.