LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეცვალა დაქორწინებამ ეთო ლიპარტელიანი და რით ანებივრებს ჩემპიონს ქმარი: „ჩემი მეუღლისთვის ჩემი სამზარეულოში დანახვაც სიურპრიზი აღმოჩნდა…“

521
ეთო ლიპარტელიანი მეუღლესთან ერთად

ეთო ლიპარტელიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპია. როგორც იცით, მან და თემო ნოზაძემ ცოტა ხნის წინ იქორწინეს. ეთო ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორია ორი ძიუდოისტის ოჯახური ცხოვრება.

ეთო ლიპარტელიანი: ოჯახური ცხოვრება ძალიან კარგი აღმოჩნდა. ჩემი მეუღლე ყველანაირად ხელს მიწყობს, ასევე, სპორტული თვალსაზრისითაც და არც ერთხელ არ შემშლია ხელი ვარჯიშში, პირიქით, ყველაფერში მეხმარება. მეც ვცდილობ, მასაც ყველანაირად შევუწყო ხელი და ერთად ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვდის.

– ალბათ, ერთმანეთის ხელშეწყობით, ახლა უფრო კარგად დაიცავთ რეჟიმს.

– კი, ახლა ორმაგად ყურადღებით ვართ რეჟიმის მიმართაც. კიდევ უფრო მეტად მონდომებულები ვართ, მეტს ვვარჯიშობთ და გვინდა, უფრო კარგი შედეგები გვქონდეს. იმედი გვაქვს, ასეც იქნება.

– შეიძლება, ბევრი ფიქრობდა, რომ ქორწინების შემდეგ სპორტს ჩამოშორებოდი.

– ვფიქრობ, დავამსხვრიეთ ეს წარმოდგენები. მართლა უფრო მეტი მოტივაციით განვაგრძობთ ვარჯიშებს. მოგეხსენებათ, ოთხ წელიწადში ოლიმპიადა იქნება, თუმცა, მანამდე ძალიან ბევრი შეჯიბრებაა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. ვფიქრობ, ბევრი ისეთი ტიტულია, რომლის მოპოვებაც გვინდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი მიზნის მისაღწევად.

– ახლახან მეუღლის დაბადების დღე იყო. ამ დღეს პირველად შეხვდით ცოლ-ქმრის ამპლუაში. როგორ ჩაიარა?

– კი, პირველი დაბადების დღე იყო, რომელსაც ცოლ-ქმრის ამპლუაში შევხვდით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ბაკურიანში იმყოფებოდა „ზბორზე“, მე კი – გორში შეკრებებზე. ამიტომ, ცალ-ცალკე შევხვდით ამ დღეს. ამის მიუხედავად, სასტუმროში პატარა ტორტი მივართვით, რაც ძალიან გაუხარდა (იცინის).

– რას ამბობს, როგორი მეუღლეაო ეთო?

– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს სიურპრიზები. ვფიქრობ, ჩემი მეუღლისთვის ჩემი სამზარეულოში დანახვაც სიურპრიზი აღმოჩნდა. მგონი, კარგად ვართმევ თავს (იცინის). კერძების მომზადება კარგად გამომდის. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტი ჯანსაღად კვებას მოითხოვს, ვიცი, როგორ მოვამზადო საჭირო საკვები და ახლა უკვე ორივესთვის ვაკეთებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g