LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეძლებთ კიკეთისკენ და მანგლისისკენ გადაადგილებას? – გაიგეთ, სად შეიზღუდა მოძრაობა

148
დიდგორიკოჯორი

კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, იუნკერთა ქუჩაზე, გზის მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, გადაადგილება შეიზღუდა კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კიკეთისა და მანგლისის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია წყნეთის გავლით.

„აღნიშნული ცვლილება ასევე, შეეხება N316 ავტობუსს, რომელსაც მარშრუტი დროებით შეეცვლება. კერძოდ, ავტობუსი კიკეთიდან კოჯრის ბატალიონის მიმართულებით იმოძრავებს, შემდეგ დაბა წყნეთის გავლით,ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. უკუმიმართულებითაც გადაადგილდება შესაძლებელი იქნება აღნიშნული სქემით“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g