LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ Tbilisi Open Air-ზე -დეტალური გზამკვლევი

130
open-air

24, 25 და 26 ივნისს შუადღის 2 საათიდან  მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი.

მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით მოხვდებით შესასვლელებთან. ეს ერთადერთი გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე მოსახვედრად.

ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე.

უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის 02:00 საათზე

თუ ფესტივალზე საკუთარი ტრანსპორტით მოდიხართ, მის დატოვებას მხოლოდ ფესტივალის პარკინგზე შეძლებთ. პარკინგიდან საფეხმავლო ბილიკით გადახვალ მთავარ შესასვლელ სივრცეში საიდანაც, ასევე, ფეხით, შესასვლელებთან მოხვდებით.

გახსოვდეს, წელს ფესტივალის მთავარი შესასვლელის ლოკაცია შეიცვალა. ძველი გეითები აღარ იფუნქციონირებს.

აკრძალულია მანქანის გაჩერება ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრასის საფეხმავლო ნაწილზე და სხვა…

გაითვალისწინეთ, რომ პარკინგზე ადგილები შეზღუდულია.

მნიშვნელოვანია, რომ 24-იდან 26 ივნისის ჩათვლით ბერიტაშვილის ქუჩა ცალმხრივი იქნება. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მხოლოდ თხინვალას გავლით მოხვდებით.

თუ ტაქსით მიდიხართ,  ტაქსის მძღოლებს უფლება ექნებათ, შესასვლელ სივრცეში გაჩერდნენ და დაელოდონ ახალ მგზავრებს

ფესტივალის გუნდი გთხოვთ:

მოდი მაქსიმალურად ადრე, რომ არ გამოტოვო შენი საყვარელი შემსრულებლის გამოსვლა.

მოდი უფასო ტრანსპორტით.

მოდი ფეხით, ან ველოსიპედით.

მანქანით მოსვლის შემთხვევაში, ისარგებლე სპეციალური საპარკინგე ზონით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები