LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება ასე აკრავენ და მერე არ უფრთხილდებიან – რატომ ჩამოხსნა უკრაინის დროშა მარიამ ელიოზაშვილმა

390
BeFunky-collage

საზოგადოება დღეს ორადაა გაყოფილი, მე არ მივეკუთვნები საზოგადოებას ვინც ომს ამართლებს, – ამის შესახებ მარიამ ელოიოზაშვილი “ფეისბუქზე” ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას არ უყვარს პუტინი და მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ლენინის, ჰიტლერისა და სტალინის საქმის გამგრძელებელია.

“როგორ შეიძლება პუტინი მიყვარდეს, პიროვნება რომელიც ხოცავს ადამიანებს. ჰიტლერის, სტალინის და ლენინის გამგრძელებელია.”

“მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მე იმ დღეს სადარბაზოში შემხვდა უკრაინის დროშა ნაგავსაყრელზე დაგდებული. ნეტავ ის გადამეღო, ხომ იქნებოდა მტკიცებულება.” – აცხადებს ვიდეომიმართვაში მარიამ ელიოზაშვილი

“მივედი და უცბად ჩამოვხსენი. როგორ შეიძლება ასე აკრავენ და მერე არ უფრთხილდებიან. იმიტომ ჩამოვხსენი, რომ საზოგადოება არ უფრთხილდება დროშას”

მისი თქმით, თუ ხალხი დროშას აკრავს, მაშინ უმჯობესია მას გაუფრთხილდნენ და ისეთ ადგილას დაკიდონ, სადაც ღირსეული იქნება მისი გამოჩენა.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, როგორ ხევს მოქალაქე ლიფტში გაკრულ უკრაინის დროშას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები