დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, როგორ ხევს მოქალაქე ლიფტში გაკრულ უკრაინის დროშას.
შემთხვევა ბათუმში მოხდა.
აღნიშნული მოქალაქე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია:
“მიზანი საერთოდ არ მქონდა ცუდი”, – ამბობს მარიამ ელიოზაშვილი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქემ კადრების გავრცელების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
დეტალების გარკვევას “ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.