მსახიობმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველომ მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული ნიშა უნდა მონახოს, ამ მიზნის მისაღწევად კი ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთი და ევროპა უნდა გამოიყენოს“.
„როგორ შეიძლება ქვეყნისთვის მიზანი იყოს დასავლეთი ან ევროპა? ეს შეიძლება მიზნის მიღწევის საშუალება იყოს, მაგრამ მიზანი არ შეიძლება იყოს და თან კონსტიტუციაში ჩაწერილი.
რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს, მაგალითად ორგანული ქვეყნის {ნიშა}. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საფიქრალია, დისკუსიები უნდა იმართებოდეს. მაგრამ რაზე იმართება დისკუსიები? აბსოლუტურად ამოვარდნილები ვართ რეალობიდან და ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრება გავიდა იმაში, ვინ უფრო ცუდია – ერთი თუ მეორე და ეს არის 30-წლიანი ჯოჯოხეთი, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.