LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდნენ თბილისში პუტინის მაისურიან რუს ტურისტს

1430
scale-1200

ერთ-ერთ რუსულ საიტზე დევს ვინმე „კეთილი ტურისტის“ (Добрый Турист) პოსტი, რომელიც ეხება მისი მეგობრის საქართველოში მოგზაურობას და ექსპერიმენტს, რომლითაც ქართველები გამოსცადა. რუსმა ტურისტმა სპეციალურად ჩაიცვა მაისური, რომელზეც პუტინი დაიხატა და ისე გაისეირნა თბილისის ცენტრში. „ცნობისმოყვარე“ რუსი ტურისტის მეგობრის ნაწერს უკომენტაროდ გთავაზობთ.

 

გამარჯობა. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ერთ ადგილზე ვერასდროს ჩერდება. ცოტა ხნის წინ საქართველოდან დაბრუნდა, სადაც თავის გოგოსთან ერთად ისვენებდა და თან სოციალურ ექსპერიმენტებს დგამდა. ერთხელაც მან თბილისის ცენტრში გასეირნება გადაწყვიტა ჩვენი პრეზიდენტის ფოტოიანი მაისურით, რომელიც სახლიდან განზრახ წაიღო. მან მითხრა, რომ სურს გაგიზიაროთ, რა გამოვიდა ამ ჩანაფიქრიდან.

გეტყვით, რომ მეგობარი გოგო დიდხანს ცდილობდა გადაეფიქრებინა ეს იდეა, მაგრამ მაინც თავისაზე იდგა. გოგონა იმას განიცდიდა, რომ რამდენიმე თვით ადრე ანტირუსული აქციები იმართებოდა და ქუჩაში რადიკალები დარბოდნენ. მართალია ახლა საქართველოში სიმშვიდეა, მაგრამ გოგონას მაინც არ უნდოდა დამატებითი ყურადღების მიქცევა.

ადგილობრივების რეაქცია საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა. როდესაც მაღაზიაში შევიდა, გამყიდველმა ალმაცერად კი შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს და წყალი მშვიდად მიყიდა. არც კაფეში ქონია პრობლემა. ერთ-ერთ ქუჩაზე კი, მასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს ინგლისურენოვანმა ტურისტებმა. მათ პორტრეტმა დააინტერესა.

მოკლედ, მთელ ამ დროში, სანამ „რუსული“ მაისურით დასეირნობდა, მარტო ერთმა კაცმა გააჩერა და უთხრა, რომ „ეს კარგი საქციელი არ არის“. ჩემი მეგობარი შეეცადა დაეზუსტებინა, პრობლემა რაში იყო, მაგრამ ქართველმა უბრალოდ თავი გაიქნია და გზა განაგრძო.

მეგობარი ყვებოდა:
„რა არის რო? უბრალოდ ვსეირნობდით და არავის არ ვეხებოდით. ხალხი ყურადღებით გვიყურებდა, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ მაისურია. მე უბრალოდ ვიხუმრე და თუ ვინმემ ვერ გაიგო, ეს მისი პრობლემაა.“

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემ მეგობარს და მის გოგოს არავინ დასხმია თავს, ეტყობა ქართველებმა ხუმრობა გაიგეს. მეორეს მხრივ კი, საქართველო მაინც ცივილიზებული ქვეყანაა და „ბესპრედელი“ არ არის მოსალოდნელი. არ ვიცი მე თვითონ ამის გაკეთებას შევძლებდი თუ არა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ამაცილა ამის კეთება და დაადასტურა, რომ საშიში არაფერია.

თქვენ შეძლებდით საქართველოს დედაქალაქში ასეთი მაისურით გავლას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g