მაშინ, როდესაც ცხოვრების ტემპი სულ უფრო მატულობს, თანამედროვე მოდა ცდილობს, მაქსიმუმი წარმოადგინოს. სტილი იმდენად რადიკალურად იცვლება, რომ სულ უფრო რთულია იმაზე ფიქრი, რა იქნება მომავალში. ყველაზე ბუნებრივი პასუხი კი ამ კითხვაზე ის, არის, რომ მოდა სულ უფრო უბრალოვდება.
ამ სტილის ერთგვარი ელჩები კი it-მილიარდერები – სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და სერგეი ბრინი არიან. როგორც ჩანს, ერთფეროვან ტანსაცმელს შეუძლია თქვენს მომავალსა და წარმატებაზე დიდი ზეგავლება მოახდინოს.
თავისუფალი დრო
დილით, ტანსაცმლის შერჩევას მამაკაცებისთვის დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. ეს დროს შესაძლებელია უფრო სასარგებლო საქმიანობაში დახარჯოთ, მაგალითად, ვარჯიშში.
სტილის სტანდარტები
Normcore – ნიშნავს მკაცრად განსაზღვრულ ტანსაცმელს, რომლის ჩაცმაც ყოველდღიურად შეგიძლიათ.
მოდის არქონა

ხარჯების ეკონომია
გამოიყურებოდე ყოველ დღე ერთნაირად, შესაძლოა საკმაოდ მოკრძალებულ ფინანსებში მოაქციო. თუ რამდენიმე შავ მაისურს იყიდი, ეს თქვენს ჯიბეს დიდად არ შეეტყობა, სამაგიეროდ თანამედროვე ვიზიონერივით იქნებით.
მილიონერების კლუბში შესვლა
მდიდარი ადამიანები ძვირფასი ნივთების მიმართ გულგრილად არიან განწყობილნი. მათთვის მარტივია მსგავს იარლიყზე უარის თქმა მაშინ, როდესაც სხვები მთელი მონდომებით ცდილობენ ხაზი საკუთარ სტატუსს გაუსვან, რომელიც სინამდვილეში მათ არც ეკუთვნით.



