ნელ-ნელა ახლოვდება ახალი წელი. თუ თოვლის ბაბუა წელსაც თქვენ იქნებით თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, მაშინ დროა დაიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ მოუწყოთ თქვენს მეორე ნახევარს დაუვიწყარი ახალი წლის ღამე. ყველაზე მეტად ახალი წლის ღამეს თოვლის მოსვლა ალამაზებს, თუმცა, ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგებით, ამიტომ გთავაზობთ სასიამოვნო იდეებს, რომლებიც თქვენს საყვარელ ქალბატონს არასდროს დაავიწყდება.
საიუველირო ნაკეთობები
ძვირფასეულობა ქალბატონებისთვის ძალიან სასიამოვნო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი საჩუქარია. თუმცა, ასეთი საჩუქრის შერჩევის დროს ყურადღებით ყოფნა გმართებთ. იდეალური იქნება თუ მის გემოვნებას გაითვალისწინებთ. დააკვირდით რა სახის სამკაულს ატარებს ის ხშირად და შეურჩიეთ სწორედ ისეთი. გაითვალისწინეთ ისიც, თუ როგორი სამკაული უყვარს მას მოოქროვილი, ბიჟუტერია თუ ვერცხლი… არასწორად შერჩეული საჩუქარი არც ისე სასიამოვნო იქნება.
კოსმეტიკა
ქალბატონების კიდევ ერთი სუსტი წერტილი კოსმეტიკური საშუალებებია. თუ თვლით, რომ საიუველირო ნაკეთობები არ გაამართლებს, გადადით კოსმეტიკაზე. თუმცა, საქმეს ნამდვილად ვერ გაიმარტივებთ. აქაც ძალიან დაკვირვებით ყოფნა გმართებთ. ქალბატონებისთვის კოსმეტიკური საშუალებები თავდაჯერებულობასა და ფორმაში ყოფნასთან ასოცირდება, შესაბამისად აუცილებელია იცოდეთ როგორი სახის კოსმეტიკას ხმარობს.
პარფიუმერია
თითოეულ ქალბატონს თავის დამახასიათებელი სურნელი აქვს. შესაბამისად, სწორად შერჩეული პარფიუმერული საჩუქარი, მისთვის რათქმაუნდა სასიამოვნო იქნება. ნურც ახალი სუნამოს შერჩევის შეგეშინდებათ, თუმცა ეცადეთ მისი სურნელი ძველთან მიახლოებული იყოს. ახალი წლის ღამე ხომ ცვლილებების ღამეა და ამიტომ, დიდი შანსია თქვენს მეორე ნახევარს სწორედაც რომ ასეთი საჩუქარი უფრო ესიამოვნოს.
საცვლები
რა უნდა იყოს ქალისთვის იმაზე სასიამოვნო, როდესაც საყვარელი მამაკაცი მას სექსუალურ საცვლებს ჩუქნის. ამიტომ, როდესაც საყიდლებზე წახვალთ, ერთ-ერთი პირველ აუცილებლად საცვლები შეარჩიეთ. ასეთი საჩუქარი ქალბატონებს მიანიშნებს, რომ ის თქვენთვის სასურველია. თუმცა, გაითვალისწინეთ – ახალი წლის ღამით ნაჩუქარი საცვლების კომპლექტში, აუცილებლად წითელი ფერი უნდა დომინირებდეს.
საჩუქრები ჰობისთვის
თუ თქვენს გოგონას, რაიმე განსაკუთრებული ჰობი აქვს, აჩუქეთ მას ისეთი რამ, რაც მას აუცილებლად სჭირდება. მაგალითად: უყვარს მარკების შეგროვება? აუცილებლად ეცადეთ მოიპოვოთ ისეთი მარკა, რომელიც მას ჯერ არ აქვს. ქალბატონების მიმართ ასეთი მიდგომა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ის თავიდან ბოლომდე მოგწონთ და სერიოზულად აღიქვამთ მის თითოეულ ნაბიჯს. ასეთი საქციელი თქვენს მეორე ნახევარს მეტ თავდაჯერებულობას შემატებს.
სამზარეულოს აქსესუარები
ქალბატონებისთვის კიდევ ერთი საუკეთესო საჩუქარი, სამზარეულოს აქსესუარებია. თუ გადაწყვეტთ, რომ მსგავსი ნივთებით დაასაჩუქროთ კარგად დაუკვირდით რა სჭირდება მას და ზუსტად შეარჩიეთ სასურველი სამზარეულოს აქსესუარი. თუ თქვენს ქალბატონს სამზარეულოში ტრიალი უყვარს, აჩუქეთ მას ქვაბების ნაკრები, დანების კომპლექტი, თეფშების კომპლექტი ან სხვა მსგავსი აქსესუარი, რომელიც მას ნამდვილად დაამახსოვრებს ახალი წლის ღამეს.
დაიმახსოვრეთ, რომ ახალი წლის ღამე ცვლილებებთან ასოცირდება, შესაბამისად ეცადეთ მას გაუმარტივოთ ცხოვრება და ახალი წელს ცვლილებები დაიბედოთ.