LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ შევაყვაროთ ბავშვს სწავლა“ – რას ამბობს მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი

305
BeFunky-collage123412 3 4sdf (44)

მათემატიკის მასწავლებელმა, დაჩი ნანობაშვილმა, დაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა მოსწავლეთა გადაღლილობის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ დასვენებას სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

მისი თქმით, ბავშვები ხშირად ზედმეტად დატვირთულები არიან — დღის განმავლობაში სკოლაში ატარებენ ბევრ საათს, შემდეგ კი დამატებით ემზადებიან, დადიან წრეებსა და სხვადასხვა აქტივობებზე, რის შედეგადაც სწავლა მათთვის დამღლელ პროცესად იქცევა და მოტივაცია იკლებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ, არის ბავშვის იძულება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მეცადინეობა მაშინ, როდესაც ის თამაშობს ან ისვენებს. მისი თქმით, უფრო ეფექტურია, ბავშვთან წინასწარი შეთანხმება, მაგალითად, რომ სწავლას 5–10 წუთში დაიწყებს, რაც გადასვლის პროცესს ამარტივებს და წინააღმდეგობას ამცირებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვები არ გადაიტვირთონ და სასწავლო პროცესი მათი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით დაიგეგმოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g