LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინახოთ ბედნიერი წუთები – ხის ჩარჩოების ბიზნესი საქართველოში

923

როგორ შევინახოთ ბედნიერი წუთები – ხის ჩარჩოების ბიზნესი საქართველოში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბრენდი Carpe Diem მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებულ სურათების ჩარჩოებს სთავაზობს. ჩარჩოები ინდივიდუალური სურვილების მიხედვითაც მზადდება.

”ჩვენი ბრენდი ბაზარზე 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა და ამ ერთი წლის მანძილზე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. მსურველებს ვთავაზობთ უამრავი სახეობის სურათების ჩარჩოებს, რომლებიც აბსოლუტურად ეკოლოგიური მასალით მზადდება და ფორმდება. გვაქვს 50-ზე მეტი სახეობის ჩარჩო. რაც შეეხება ღირებულებას, მინიმალური ფასი 15 ლარიდან იწყება”, – განუცხადა ”ფორტუნას” Carpe Diem-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თინათინ მექვაბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გარდა სურათების ჩარჩოებისა Carpe Diem ორიგინალური ფორმის ბრელოკებსა და საკიდებსაც ამზადებს. ”ამასთან, ჩვენ ვიყავით პირველები ქართულ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ე.წ მოგონებების ყუთი შესთავაზა. გვაქვს საბავშვო ჩარჩოების ფართო არჩევანიც, მათ შორის ჩარჩო სახელწოდებით: ”ჩემი პირველი წელი”, – განმარტა თინათინ მექვაბიშვილმა.

როგორც ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, Carpe Diem-ის პროდუქცია სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” იყიდება, აქ ბრენდი საკუთარ სტენდს ფლობს. ამასთან, პროდუქციის რეალიზაცია სოციალური ქსელის მეშვეობითაც ხორციელდება.

”სამომავლოდ გვინდა, რომ Carpe Diem-ის პროდუქცია ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ჰიპერ და სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ და გავხსნათ ჩვენი ფილიალები. ვგეგმავთ, ახალი პროდუქციის დამატებასაც”, – აღნიშნა თინათინ მექვაბიშვილმა.

ცნობისთვის, ბრენდ Carpe Diem-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს: თინათინ მექვაბიშვილი, შოთა ყეინაშვილი და სოსო კლიმიაშვილი.

Carpe Diem  #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებშიც მონაწილეობს. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g