ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სამი შვილის დედაა. სირთულე ბევრია, ბუნებრივია, რომ მისთვის გადაღლილობაც არ არის უცხო, მაგრამ როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, ეს ყველაფერი სასიამოვნო დაღლას უკავშირდება:
„რომ ვთქვა, სამი შვილის დედობა ადვილია-მეთქი, ალბათ, ვისაც შვილები ჰყავს, გულიანად გაეცინება. რთულია, მაგრამ არსებობს განსხვავება სირთულეებს შორის, არის სასიამოვნო და არასასიამოვნო. ეს არის ყოველდღიურობა, როდესაც შენს მაქსიმუმს დებ დღის განმავლობაში და ძილის წინ ქვეცნობიერიდან თვითკმაყოფილების შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერს კარგად გაართვი თავი. დაიღალე, გადაიწვი და შეიძლება, ფიზიკურ დაღლას ფსიქოლოგიურიც მოჰყვეს, მაგრამ მაქსიმუმი გააკეთე შენი შვილების კეთილდღეობისთვის.
როგორი ბიჭია ნუკას ქმარი და როგორია თქვენი სიყვარული ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ?
იდეალური მეუღლეა, იდეალური შეგნებით, იდეალური თვისებებითა და იდეალური ადამიანობით. ერთი წლის შემდეგ უფრო გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე მანამდე…“