ხვალიდან 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება იწყება. შემოსავლების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც 28 ნოემბრიდან შეზღუდული აქვს საქმიანობა ხვალიდან 24 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონული განაცხადი უნდა წარმოადგინოს. თუ გარკვეული ინფორმაცია დასაზუსტებელი იქნება, ამისთვის პირს კიდევ ორი დღე ექნება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ვერ მიიღებენ კომპენსაციას, ესენი არიან: საჯარო სამსახურში დასაქმებულები, ეროვნული ბანკის თანამშრომლები ან ისეთი საწარმოს წარმომადგენლები, რომელთა აქციების 50%-ზე მეტს სახელმწიფო ქმნის.
