დასაქმებული და წარმატებული ადამიანების უმეტესობა ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან ცოტა ხანს ძინავს, თუმცა რამდენიმე საათიანი ძილი არ არის საკმარისი, ადამიანის ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ხანმოკლე, მაგრამ ღრმად და კომფორტულად დაძინებაში დაგეხმარებათ.
- ძილის წინ განიტვირთეთ. ეცადეთ, ძილამდე საათნახევრის მანძილზე წაიკითხოთ წიგნი, ან უყუროთ ტელევიზორს, მომდევნო დღეს ბევრად პროდუქტიული იქნებით.
- ოთახში უნდა გრილოდეს. ოპტიმალური ტემპერატურაა 15°C-დან 18°C-მდე.
- წერეთ საკუთარი პრობლემების შესახებ, ან აწარმოეთ დღიური. პრობლემებზე ფიქრი ღამე დაძინების საშუალებას არ მოგცემთ და უკეთესია, თუ დაძინებამდე ამ ყველაფერზე „ისაუბრებთ“ დღიურში.
- სცადეთ მედიტაცია. დაგეხმარებათ გონების გაწმენდაში და ფოკუსირებას მოახდენთ აწმყოზე.
- მოუსმინეთ ბუნების ხმას. მაშინაც კი, როცა გძინავთ, ტვინი ხმების მოსმენას განაგრძობს და ძილისთვის კეთილხმოვანება მნიშვნელოვანია.
- კოფეინი მიიღეთ დილით, რადგან კოფეინმა შესაძლოა 14 საათის მანძილზე მოახდინოს თქვენზე გავლენა.
- დაწერეთ ხვალის გეგმები ძილის წინ. ბევრი ადამიანი მეორე დღეს შესასრულებელ სამუშაოზე ფიქრობს მაშინ, როდესაც უნდა ეძინოს, ამიტომ, უმჯობესია დაწოლამდე შეადგინოთ შემდეგი დღის გრაფიკი.
- არ იმუშაოთ და არ უყუროთ ტელევიზორს საძინებელში, თქვენი გონებისთვის საძინებელი მხოლოდ ძილთან უნდა ასოცირდებოდეს.
- გაარკვიეთ, რამდენი საათის ძილია საკმარისი თქვენთვის, რადგან ყველა ადამიანს სხვადასხვა რაოდენობით სჭირდება ძილი. ერთ დღეს ნუ დააყენებთ მაღვიძარას და მიხვდებით, რამდენი საათია საჭირო, რომ კარგად გამოიძინოთ.
