LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჰაერი დაბინძურებულია?

234
Capture

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემული რეკომენდაციების თანახმად ძალიან ცუდი, ძალიან არაჯანსაღი ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის; ყველამ შეიძლება განიცადოს სერიოზული ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ ყველანაირ გარე ფიზიკურ აქტივობას:

გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები;

ყველა დანარჩენმა თავი უნდა აარიდოს გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას.

ცუდი, არაჯანსაღი ჰაერის დროს ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად. გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას თავი უნდა აარიდონ:

გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა;

ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.

ამ დღეებში თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერში მტვრის მასები ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან 18 იანვრიდან ვრცელდება.

რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ “ეს არის ბუნებრივი დაბინძურება, რომელსაც ემატება თბილისსა და რუსთავში არსებული დაბინძურება, რომელიც ზოგადად, 10 დღე გრძელდება ხოლმე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g