სამეგრელოში მოულოდნელად გარდაცვლილ 27 წლის ბარბარე ბეჭვაიას მეგობრები და თანამშრომლები ემშვიდობებიან.
ემოციურ სტატუსში სალომე ქუთათელაძე წერს, რომ წარმოუდგენელია იმ აზრთან შეგუება, რომ სალომე გარდაიცვალა:
„როგორი ნაკამათებიც არ უნდა ვყოფილიყავით საქმეზე, ყოველ დილით მაინც პოზიტივით და ღიმილით მხვდებოდი ოფისში – „ვა მოხვედიიიი, ზალინა“… როგორ უნდა შევეგუოთ ვიშლისთს და ყოველდღიურობას შენს გარეშე?!?!?! როგორ?!?!?! შეუძლებელია!“ – წერს სალომე ქუთათელაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში, ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა.
ტრაგედია სამეგრელოში მოხდა.
როგორი ნაკამათებიც არ უნდა ვყოფილიყავით საქმეზე, ყოველ დილით მაინც პოზიტივით და ღიმილით მხვდებოდი ოფისში – "ვა…
Posted by Salome Kutateladze on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025