მომღერალი და პაროდისტი ვლად არამოვი გარდაცვლილ მეგობარსა და კოლეგას, მამუკა ონაშვილს, სოციალური ქსელით ემოციური სიტყვებით იხსენებს.
მომღერალმა პოსტი მამუკა ონაშვილის დაბადების დღეს მიუძღვნა და მტკივნეული მონატრება გააზიარა:
„დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვინც არა მარტო მე, არამედ მთელ საქართველოს ენატრება… მამუკა ონაშვილი… ჩემი დიდი ტკივილი… ჩემი ძმა და მეგობარი. რამდენ ქვეყანაში მოგვიწია ჩასვლა, როგორ უყვარდა ყველა ქართველს მთელ მსოფლიოში… გილოცავ, ჩემო მამუ… მენატრები უზომოდ…“
ვლად არამოვისა და მამუკა ონაშვილის მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მათ არაერთი კონცერტი და ერთობლივი გამოსვლა აქვთ ჩატარებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვინც არა მარტო მე არამეტ მთელ საქართველოს ენატრება… მამუკა ონაშვილი … ჩემი დიდი…
Posted by Vlad Aramov on კვირა, 01 ივნისი, 2025