ასტროლოგის მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 5 დეკემბერს, 03:15 საათზე დამდგარი სავსემთვარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მისი თქმით, ამ პერიოდში განსაკუთრებით ეფექტიანია ისეთი საქმეების შესრულება, რომლებიც დასრულებას, გათავისუფლებას ან განტვირთვას უკავშირდება.
ასტროლოგი მოქალაქეებს ურჩევს დროულად მოაგვარონ მოსაცილებელი ან გადადებული საკითხები და მოიცილონ ზედმეტი ნივთები. ცაგარელის რეკომენდაციით, სასურველია კონკრეტული გეგმის შედგენა იმ საკითხებზე, რომელთა დასრულებაც სურთ – იქნება ეს ურთიერთობების გარკვევა თუ საქმიანი პროცესების დასრულება.
ამ გეგმების რეალიზებისთვის კი, მიხეილ ცაგარელის განცხადებით, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი 7–8 დეკემბერს დაიწყება.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს 03:15 საათზე სავსემთვარეობაა!
ძალიან კარგია კლებად მთვარეზე :
მოსაცილებელი საქმეების დროულად დასრულება,
ზედმეტი ნივთებისგან თავის დაღწევა,
დასუფთავება, როგორც სხეულისა და სულის, ასევე საცხოვრებელი სახლის, მანქანის, სამუშაო სივრცის…
კონკრეტული გეგმა შეადგინეთ რისი დასრულება გინდათ, ეს იქნება ურთიერთობები თუ რაიმე საქმე.
და 7-8 რიცხვებიდან შეუდექით მის განხორციელებას.
არ გაცივდეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს გაჩერებას!
ასევე მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს და ინფორმაციებს, ეს დაგაზიანებთ და ენერგიებისგან დაგცლით, იქნებით გამოწურული ლიმონივით დაცლილი ენერგიებით.
![]()
ილოცეთ, ეზიარეთ, წლის დასასრულია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულისა და ხორცის ზრუნვაზე, მითუმეტეს საშობაო მარხვაც დაიწყო, და თუკი ვინმე ვერ იცავთ ნუ დაიმძიმებთ რთული საკვებითა და ალკოჰოლით კუჭს, აგრეთვე, მძიმე სიტყვებით!!!
ეს მნიშნვნელოვანია!!!
![]()
უსურვეთ ყველას სიყვარული,
აკეთეთ სიკეთე სიტყვიერად მაინც,
დალოცეთ ყველა.
გვახსოვდეს სიყვარულია ერთადერთი გზა ხსნისა!!!
სიკეთე გქონოდეთ![]()
“
