სოციალურ ქსელში ფოთში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ჟურნალისტები ესალმებიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ არის მინისტრი, გახარია პასუხობს: „როგორ ვიქნები, ცოტა მეგრელებია ირგვლივ”.
18 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.