ბევრ ჩვენგანს სმენია ონლაინ ვაჭრობის შესახებ და აქვს ნანახი ფილმები ხალხზე უოლ-სტრიტზე, რომლებიც გამოიმუშავებენ ექვსნიშნიან თანხებს, დადიან ძვირფასი მანქანებით და, როგორც წესი, მდიდარი ცხოვრების სტილი აქვთ. დღეს, როცა საფინანსო ბაზრები გახდნენ ხელმისაწვდომი ინტერნეტის მეშვეობით, ინტერნეტში ფულის გამომუშავების საკითხი ძალზე აქტუალურია.
აღნიშნულ საკითხზე დეტალურად საგანმანათებლო-ანალიტიკური ცენტრის, Globex Analytics-ის მთავარ ანალიტიკოსი და ექსპერტი, გიორგი ფუხაშვილი საუბრობს.
ექსპერტის ინფორმაციით, არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა მუშაობისთვის და ინვესტიციებისთვის, მაგრამ ფორექსის ბაზარი რჩება საფინანსო ბაზრის უდიდეს და ყველაზე ლიკვიდურ სეგმენტად მსოფლიოში. ეს არის ერთერთი მიზეზი, რის გამოც ტრეიდერებს ურჩევნიათ ონლაინ ვაჭრობა ფორექსზე.
”მუშაობა საფინანსო ბაზარზე არ არის მარტივი და მოითხოვს დროს, ბაზრის და რისკების ზუსტ გააზრებას. თუმცა კარგი გამომუშავება არის შესაძლებელი, და არსებობს უამრავი ხალხი, ვინც ფორექსის საშუალებით უზრუნველყოფს თავიანთი ცხოვრების კარგ დონეს სახლიდან გაუსვლელად.
უნდა დავაზუსტოთ, თუ რა არის მუდმივი შემოსავლის მიღება ვაჭრობაში. ჩვეულებრივ, ამას უწოდებენ ტრეიდერის პროფესიას. ჩვენ ვთვლით, რომ გამომუშავება ვაჭრობით ნიშნავს იმას,რომ თქვენ შეგიძლიათ სრულად დაფაროთ თქვენი ანგარიშები შემოსავლით სავაჭრო ოპერაციებიდან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მაშინვე გექნებათ ძვირიანი მანქანა, იახტა ან ფუფუნების სხვა საგნები, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეძლებთ გამოიმუშაოთ იმდენი ფული, რამდენსაც მიიღებთ ნებისმიერი სხვა სამუშაოს შესრულებაში.
ფორექსი არ არის მუდმივი სამსახური ხელფასისთვის, დღეში 9 საათი და კვირაში 5 დღე, ის აძლევს ტრეიდერებს გამომუშავების საშუალებას, თუ მათ იციან, რას აკეთებენ და შეუძლიათ სწორად მართონ გარიგებები. ამისთვის უნდა ისწავლოთ. GlobexAnalytics-ში ტარდება ლექციები, მასტერ-კლასები და პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას გაერკვიოთ საფინანსო ბაზარზე მუშაობის დეტალებში. იმისთვის, რომ დაიწყოთ სავაჭრო კარიერა ფორექსზე, უნდა ფლობდეთ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ფორექსის ბაზარი. იმისთვის, რომ მიაღწიოთ ვაჭრობაში ექსპერტის დონეს, საჭიროა ბევრი ძალისხმევა და ვალდებულება. ამის გამო, ყოველ კვირას, 100 კაცზე მეტი მოდის GlobexAnalytics-ში უფასო საგანმანათლო კურსებზე, რომ დაეუფლონ ტრეიდერის ახალ პროფესიას”, – აცხადებს ფუხაშვილი.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ფულის გამომუშავება ფორექსის ბაზარზე ვაჭრობით, და არსებობენ ათასობით ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ ყოველდღიურად. როგორც ექსპერტი ამბობს, ეს არის საინტერესო კარიერა, რომელსაც შეუძლია საკმაოდ კარგი ცხოვრების დონემდე მიგიყვანოთ, ამისთვის კი შესაბამისი ცოდნის მიღებაა საჭირო.