რა არის თავბრუსხვევის მკურნალობის ოქროს წესად მიჩნეული? – ამის შესახებ ნატა ხარაშვილის გადაცემაში, „სტუმრად ექიმთან“ ოტორინოლარინგოლოგმა, ნეიროოტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა, ეკა ხარხელმა ისაუბრა.
სპეციალისტი აცხადებს, რომ მთავარია სწორი დიაგნოსტიკა, რადგან სწორედ ეს არის ეფექტური მკურნალობის გარანტი:
„პირველ რიგში, სწორი დიაგნოსტიკა, რადგან სწორი დიაგნოსტიკა არის ეფექტური მკურნალობის გარანტი.
ვესტიბულურ დარღვევათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სტრესული ფაქტორების შემცირება, სწორი რეჟიმი, საკმარისი ძილი, 7-8 საათი მაინც უნდა გვეძინოს, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რა საკვები აპროვოცირებს ჩვენს პრობლემას.
თუ ჩვენ ვიცით, რომ ვესტიბულური შაკიკი გვაქვს, არ უნდა მივიღოთ ფერმენტიზირებული ყველი, „ჩედარი“, „გაუდა“ წითელი ღვინო, კონიაკი, ლიქიორი, ჭარბი რაოდენობის ციტრუსი, ფასთ ფუდები, სოიოს სოუსზე დამზადებული საკვები, კონსერვირებული მიწის თხილი და ა.შ.
თუ ვიცით, რომ მენიერი (შიდა ყურის პათოლოგია) გვაქვს, არ უნდა მივიღოთ ჭარბად ნიტრატები და სუფრის მარილი, კოფეინი, ასევე უნდა შევამციროთ სტრესული ფაქტორები, თუ არის ასოცირებული ალერგია, ალერგიულ ფაქტორებს უნდა ვებრძოლოთ.
საჭიროა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში – რეპოზიციული მანევრები და სარეაბილიტაციო ვესტიბულური ვარჯიშები“, – განმარტავს ექიმი.
თავბრუსხვევა, ტრიალისა და ვარდნის შეგრძნება – პროფესორი ეკა ხარხელი მიზეზებსა და გამოსავალზე
რა არის თავბრუსხვევა და რა ითვლება თავბრუსხვევის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად, როგორი უნდა იყოს პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს, როგორ ამოვიცნოთ ვესტიბულური შაკიკი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ოტორინოლარინგოლოგმა, ნეიროოტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა – ეკატერინე ხარხელმა ისაუბრა. ქალბატონო ეკა, რა არის თავბრუსხვევა და რატომ წარმოადგენს ის შფოთვის საგანს? პირველ რიგში, […]