LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს“ – ალუდა ღუდუშაური

133
Untitled design (3)

„თუ კა­რავს თქვე­ნი­ვე სახ­ლის ეზო­ში ან „კემ­პინგზე“ გაშ­ლით, არა­ვინ არა­ფერს გე­ტყვით.  არ მგო­ნია, რომ ვი­ღა­ცას რა­ღა­ცის ეში­ნია. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამ ხელ­მო­ცა­რუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის, ვა­შა­ძის, ხა­ბე­იშ­ვი­ლის ან მათ­გან გაყ­რი­ლი მე­ლი­ა­სი ვინ­მეს ეში­ნო­დეს,“– ამის შესახებ  სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის მიხედვითაც შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს, დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბაზე კა­ნო­ნი მკაცრ­დე­ბა და ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

„კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად – გაშლა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის არსებითი მნიშვნელობა ექნება“ – კობახიძე ახალ კანონპროექტზე

ღუ­დუ­შა­უ­რი აცხა­დებს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაა.

„ამის სა­ფუძ­ვე­ლია ის, რომ მო­წეს­რიგ­დეს, მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის და მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. ასე რომ, არ მგო­ნია, რომ ვი­ღა­ცას რა­ღა­ცის ეში­ნია.

ამით ხდე­ბა და­რე­გუ­ლი­რე­ბა და მო­წეს­რი­გე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. არ მგო­ნია, რო­მე­ლი­მე წამ­ყვან დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბო­დეს ის, რაც არის აქ დაშ­ვე­ბუ­ლი.

კარ­ვის გაშ­ლა რე­გუ­ლირ­დე­ბა კა­ნო­ნით: რა ვი­თა­რე­ბა­ში, რა ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა, ან რა დროს არ უნდა შე­იძ­ლე­ბო­დეს კარ­ვის ან სხვა მარ­ტი­ვი კონ­სტრუქ­ცი­ის დად­გმა.  აქ არის მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბი, რამ­დე­ნად უნდა იყოს და­ცი­ლე­ბუ­ლი, რას არ უნდა ხერ­გავ­დეს და ა.შ.

იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვის წესი და მსჯე­ლო­ბის დროს იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა მოყ­ვა­ნი­ლი, კარ­ვის გაშ­ლა ან არ­გაშ­ლა თქვე­ნი ნე­ბაა, რა თქმა უნდა, ამას თუ თქვე­ნი­ვე სახ­ლის ეზო­ში გა­ა­კე­თებთ არა­ვინ (არა­ფერს) გე­ტყვით ან კემ­პინგზე თუ წახ­ვალთ.

არ მგო­ნია თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში ვი­ღა­ცამ მი­გა­ტა­ნი­ნოთ კა­რა­ვი და გა­შა­ლოთ და წა­მო­გორ­დეთ იქ“, – გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, მმარ­თვე­ლი გუნ­დი შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­სა და ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას გეგ­მავს.

შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ თუ მისი მო­წყო­ბა: საფრ­თხეს უქ­მნის შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ან სხვა პი­რებს; ხელს უშ­ლის პო­ლი­ცი­ის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას; იწ­ვევს სა­წარ­მოს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას;

ამას­თან, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, „სა­ჯა­რო სივ­რცის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით“, შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის მო­წყო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც ეკ­რძა­ლე­ბათ, თუ მისი მო­წყო­ბის გა­რე­შე შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა არ­სე­ბი­თად არ ფერ­ხდე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში: „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ 18 სექ­ტემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

 

 

magti 5g