LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ერთხელ ჯენიფერ ლოპესმა განაცხადა…“ – ჯეი ლომ ბრიტნი სპირსს შეტყობინება გაუგზავნა

2612
page

როგორც ცნობილი, ბრიტნი სპირსი ახალ სკანდალში გაეხვია. ამჯერად საუბარია მის ყოფილ ქმარზე, კევინ ფედერლაინზე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია, თუ როგორ უყვირის სპირსი თავის ვაჟებს. კევინი  აცხადებს, რომ შვილებს დედასთან კონტაქტი აღარ სურთ.

კევინ ფედერლაინმა ბრიტნი სპირსს ვიდეო გაუვრცელა, სადაც ასახულია, როგორ უყვირის ის შვილებს 

„ინსტაგრამის ფოტოების გამო შვილები დედას აღარ ნახულობენ“ – კევინ ფედერლაინი

ყოველივე ამის ფონზე, ბრიტნი სპირსს ბევრმა მხარდაჭერა გამოუთქვა, მათ შორის გახლავთ ჯენიფერ ლოპესი, მან პოპის პრინცესას გამამხნევებელი შეტყობინება გაუგზავნა.

„ძლიერი უნდა იყო“, – წერს ჯეი ლო „ინსტაგრამ სთორიში“ და ბრიტნისთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

აღნიშნულ პოსტს მალევე თავად ბრიტნი გამოეხმაურა.

„როგორც ერთხელ ჯენიფერ ლოპესმა განაცხადა, იყურეთ კამერებში პირდაპირ და უთხარით მსოფლიოს ყველა გოგოს, რომ არ გაჩერდნენ, ისაუბრონ ხმამაღლა და არასდროს დაიხიონ უკან“, – ამბობს ბრიტნი.

„ჩემს ცოლს არასდროს გამოუქვეყნებია შიშველი ფოტო“ – ბრიტნი სპირსის ამჟამინდელი ქმარი, ბრიტნის ყოფილი ქმრის ინტერვიუს გამოეხმაურა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები