LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც იქნა: გურამ თუშიშვილმა ოქრო მოიგო

105

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გურამ თუშიშვილი (+100) აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს უშანგი კოკაურის დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დაამარცხა.
გურამ თუშიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ტურნირის ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდა. აქამდე ძიუდოისტები ერთმანეთს ერთხელ, პარიზის გრანდსლემის ფინალში შეხვდნენ, რომელიც მონღოლის გამარჯვებით დასრულდა.
დაპირისპირება დაწყებიდან სამ წუთში, გურამ თუშიშვილის შესანიშნავი იპონით დასრულდა.
გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა მოიგო. დღის პირველ შეხვედრაში მან რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში კი უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა. დრამატული გამოვიდა მეოთხედფინალი, რომელშიც გურამი ჰოლანდიელ როი მაიერს შეხვდა. თუშიშვილმა ორთაბრძოლა დამატებით დროში შესრულებული გდებით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს მესამე მედალი, თუმცა ყველაზე მაღალი სინჯის მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო.

27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ გვყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g