LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც პოლიტიკოსი, ყველამ მინდა იცოდეთ, პირველები ვიდგებით ხვალ“ – ელენე ხოშტარია

151
ელენე ხოშტარია

როგორც პოლიტიკოსი, ყველამ მინდა იცოდეთ, პირველები ვიდგებით ხვალ, – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია 2 თებერვლის აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვინ როდის რა აქციაზე გავა არავის საქმეა.

„ყველა ადამიანი, მოქალაქე ინდივიდუალურად წყვეტს რა გააკეთოს და როგორ იბრძოლოს ან არ იბრძოლოს. ამაში ჩარევის და განსჯის უფლება არავის აქვს. ვინ როდის რა აქციაზე გავა არავის საქმეა.

უბრალოდ ყველა ამ გადაწყვეტილებას თავის შედეგი მოყვება, მოქმედებასაც და არ მოქმედებასაც.

ხვალ მგონია რეჟიმმა ჩათვალა ეხლა ამათ შევაშინებ და მორჩებაო. მაგათ არც მაგისტრალი იციან და არ სტრატეგიული ინტერესები. პროტესტის ჩახშობა უნდათ.
ეხლა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ მათ მოგონილ ამ სტრატეგიაზე როგორ ვპასუხობთ.
ერთადერთი პასუხია ყველა ერთად და ბევრი ადამიანის ნების ჩვენება, რომ ამ მოგონილ რუსულ თამაშში არ ვნებდებით.

პათეტიკურად კი არა, კონკრეტულად არ ვნებდებით ხვალ.
ძალიან ბევრნი თუ ვიქნებით არ არსებობს მათი ქაღალდი და დაშინების კანონები. თუ არ ვიქნებით ბევრნი, მაინც მოვიგებთ, უბრალოდ მეტი დრო დაგვჭირდება და მეტი მსხვერპლი.
როგორც პოლიტიკოსი, ყველამ მინდა იცოდეთ, პირველები ვიდგებით ხვალ“, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, 16 საათზე თბილისის გასასვლელის გადაკეტვა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g