LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ყოველთვის, დროს უსწრებ“ – ზვიად ციკოლიამ საზოგადოებას ახალი პროდუქტი, სათვალე წარუდგინა

1540
ipiccy_image

„ზვიად, ზუსტად ვიცოდი რომ სათვალე იქნებოდა შემდეგი, გული მიგრძნობდა – ულამაზესია; ზვიად, საოცრებებს ქმნი; როგორც ყოველთვის, დროს უსწრებ; კიდევ ერთი სასწაული; ახლა სათვალის კოლექცია უნდა დამაწყებინოთ? გავიყიდე“, – ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ გამოხმაურებების, რომლებიც ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერის, ზვიად ციკოლიას ახალ ნამუშევარს მოჰყვა.

საქმე ისაა, რომ ციკოლიამ საზოგადოებას მის მიერ შექმნილი სათვალე წარუდგინა – „კიდევ ერთი ახალი პროდუქტი ციკოლიასგან ჩაეშვა წარმოებაში“ – დაწერა ცნობილმა დიზაინერმა ფეისბუქის პირად გვერდზე და სათვალის ფოტო ატვირთა. „სახელს ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა გეტყვით რომ ქართულია,“ – ამბობს ციკოლია.

აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა 2022 წელი სიახლეებით დაიწყო. ის რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, მათ შორისაა: საათი ქართული ანბანით. როგორც თავად ციკოლია ამბობს, ის ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას RONIUS-ის უახლეს ხაზს, სახელწოდებით “ქართული”. მანამდე კი, ცნობილმა დიზაინერმა ასევე ახალი საათი ORI წარადგინა, რომელიც საქართველოშია აწყობილი. გარდა ამისა, დიზაინერის 2022 წლის გეგმებში სუნამოს გამოშვებაცაა. აღსანიშნავია, რომ სუნამოს, ისევე როგორც ციკოლიას სამკაულების ხაზს, ქვევრის ფორმა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g