ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირად ცხოვრებაზე დაუსვეს კითხვა. შეკითხვაზე, როდის აპირებს ის დაქორწინებას, პუტინმა ხუმრობანარევი პასუხი გასცა.
პუტინი ჯერ დაინტერესდა, დაქორწინებული იყო თუ არა თავად ჟურნალისტი. იქიდან გამომდინარე, რომ ხუმრობა მისი ძლიერი მხარე არა არის, მალევე კითხვაზე სერიოზული პასუხი გასცა: “როგორც ყველა წესიერი კაცი, მეც დავქორწინდები”.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ვლადიმერ პუტინი მეუღლეს, ლუდმილა პუტინას დაშორდა. ამის შემდეგ პუტინს დუმის დეპუტატთან, ალინა კაბაევასთან და მედიამაგნატის, რუპერტ მერდოკის ცოლთან რომანს მიაწერდნენ.


