LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს” – გიორგი გამსახურდია

235
1592830048-გამსახურდია

როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს, – გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. პირადად ჩემგან მადლობა მათ. მადლობა ასევე იმ კაბალურ პირობებში მუშაობისთვის, რა პირობებსაც პუტჩისტთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მემკვიდრეები უქმნიდნენ მათ. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს საქართველოს! #ქართულიოცნება”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის,

ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დღეს დაძლია.