LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს, ეს ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი“ – რუსეთმა ალეკო ელისაშვილსა და დავით ქაცარავაზე ძებნა გამოაცხადა

147
ელისაშვილი და ქაცარავა

„მედიაზონა“ იმ პი­რე­ბის სიას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლებ­ზეც რუ­სეთ­მა ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და.

ირკვევა, რომ რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ძებ­ნილ­თა სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავს.

მათ შო­რის არი­ან უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი „ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ წევ­რე­ბი, ასე­ვე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი და­ვით ქა­ცა­რა­ვა და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

„რო­გო­რი ამ­ბა­ვია, ამო­დე­ნა მტე­რი რომ და­გა­ფა­სებს“, – წერს სოციალურ ქსელში ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და ამბობს, რომ ამ ამ­ბავ­მა „ხა­სი­ათ­ზე მო­იყ­ვა­ნა“:

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, უხა­სი­ა­თოდ ვი­ყა­ვი, ადრე იტყოდ­ნენ, უქე­ი­ფოდ გახ­ლდით და ეგ ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ხა­სი­ათ­ზე მო­ვე­დი.

რო­გო­რი ამ­ბა­ვია, ამო­დე­ნა მტე­რი რომ და­გა­ფა­სებს და პა­ტივს დაგ­დებს და სა­ხელ­მწი­ფოს მტრად გა­მო­გა­ცხა­დებს, არ არის პა­ტა­რა საქ­მე, ძა­ლი­ა­ნაც გა­მი­ხარ­და და ხა­სი­ათ­ზე მო­მიყ­ვა­ნა.

თან რომ ჩავ­ხე­დე იმ ჩა­მო­ნათ­ვალს, პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე მეტს ჩვენ გვე­ძე­ბენ რუ­სე­ბი.

ძი­რი­თა­დად სა­უ­ბა­რია მათ­ზე, ვინც უკ­რა­ი­ნა­შია, ან ვინც უკ­რა­ი­ნა­ში იყო. მად­ლო­ბა რუ­სეთს ჩემი აღი­ა­რე­ბის­თვის“. – წერს „ფეისბუკზე“ ალეკო ელისაშვილი.

აღნიშნულს ეხმაურება „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი, დავით ქაცარავაც:

„მე­ძე­ბენ რუ­სე­ბი თურ­მე ზდეს ია, ზდეს“. – წერს ქაცარავა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ინფორმაციისთვის, „მე­დი­ა­ზო­ნა”ასევე წერს, რომ ძებ­ნილ­თა სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 100 მო­ქა­ლა­ქეა შეყ­ვა­ნი­ლი.

რუ­სეთ­მა ძებ­ნილ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, კაია კა­ლა­სიც, თუმ­ცა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბა, მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. ძებ­ნა გა­მო­ცხად­და ეს­ტო­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ტა­ი­მარ პე­ტერ­კოპ­ზეც.

პოპულალურები