LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება დღეს, 23 ოქტომბერს საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი ვრცლად

191
ამინდი

სინოპტიკოსების ცნობით დღეს საქართველოში მზიანი დღეა მოსალოდნელი:

23 ოქტომბერს ქუთაისში +17 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9.

ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

22-24 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი ⛅️ 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ორშაბათი, 21 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g